png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვინც წუხს, რომ საქართველო არ იყო დიდი შვიდეულის შეხვედრის მონაწილე, წუხს იმის გამოც, რომ საქართველოში არ არის ომი - ირაკლი კობახიძე

  • კომენტარები
  • 14.05.2022
  • 15:51
 ვინც წუხს, რომ საქართველო არ იყო დიდი შვიდეულის შეხვედრის მონაწილე, წუხს იმის გამოც, რომ საქართველოში არ არის ომი - ირაკლი კობახიძე

ვინც წუხან იმის გამო, რომ საქართველო არ იყო შვიდეულის მონაწილე, ისინი წუხან ასევე იმის გამო, რომ საქართველოში დღეს არ არის ომი, - ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითვის პასუხად რატომ არ ესწრება საქართველო დიდი შვიდეულის შეხვედრას.

მისი თქმით ამის მიზეზი ის, რომ ომს არ უკავშირდება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა.

„ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი, რაც განიმარტა კიდეც, მათ შორის გერმანიის საელჩოს მხრიდან. მიზეზი არის ის, რომ ომს არ უკავშირდება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. შესაბამისად, მიზეზი არის ძალიან პოზიტიური რატომაც ჩვენ არ ვესწრებით დიდ შვიდეულს არის ის, რომ ჩვენ არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინისგან და განსხვავებით მოლდოვისგან. შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც წუხან იმის გამო, რომ საქართველო არ იყო შვიდეულის მონაწილე, ისინი წუხან ასევე იმის გამო, რომ საქართველოში დღეს არ არის ომის და ეს არის რელობა. ეს არ არის მარტო რაღაც პარალელი, რომელიც შეიძლება ჩვენ თეორიულად გავავლოთ.

ვინც ომშია ჩართული ან ვინც უშუალოდ ემიჯნება სამხედრო კონფლიქტს – ანუ ეს იყო კრიტერიუმი, რაც განმარტა გერმანიის საელჩომ. თქვენ ნახეთ, რომ გერმანიის საელჩოს ამ განცხადებას მოჰყვა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, ომის პარტიის ძალიან აღშფოთებული განცხადებები და ისინი პირდაპირ დაესხნენ თავს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ამ შემთხვევაში გერმანიის საელჩოს. ეს არის მათი ხელწერა, ეს არის მათი ბუნება და ეს არის ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge