png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბევრ ევროპულ ქვეყანას წინ ვუსწრებთ ყველა მიმართულებით - ირაკლი ღარიბაშვილი

  • კომენტარები
  • 21.05.2022
  • 19:20
ბევრ ევროპულ ქვეყანას წინ ვუსწრებთ ყველა მიმართულებით - ირაკლი ღარიბაშვილი

ბევრ ევროპულ ქვეყანას წინ ვუსწრებთ ყველა მიმართულებით – მართლმსაჯულების, კორუფციის მართვის, თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით, ეკონომიკის თავისუფლების, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული პროგრესი ბოლო რვა წლის განმავლობაში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს მოქალაქე არ იჩაგრება და შეუძლია, იპოვოს სამართალი სასამართლოში.

„დღეს რომ ლაპარაკობენ სასამართლოზე და ბედავენ და აკრიტიკებენ, იყო 3 000-4 000, იყო შემთხვევები 5 000 განცხადებაც კი შესული სტრასბურგში. ეს რას ნიშნავს მეგობრებო, რომ აქ მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობდნენ. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ დღეს მოქალაქე არ იჩაგრება. მოქალაქეს შეუძლია, იპოვოს სამართალი სასამართლოში“, – აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, დღეს რეალურად გვაქვს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები არ ირღვევა და "ამას დანახვა სჭირდება".

"იძახიან, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ა.შ., თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ 300 მოსამართლეს ვინ მართავს. მთავრობა მართავს, მე ვმართავ, თუ პროკურატურა მართავს?! ეს არის აბსურდი. ეს 300 მოსამართლე რომ ავიღოთ, დანიშნული არიან ზოგი შევარდნაძის დროს, უმეტესობა სააკაშვილის დროს. რეკომენდაცია იყო ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის უცხოელი კოლეგების, პარტნიორების, რომ ჩვენ მოგვეხდინა ამ მოსამართლეების სამუდამო დანიშვნა. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. მოგეხსენებათ, რომ სასამართლოზე ქართული მედია, თქვენ არათუ არ დაიშვებოდით მიშა სააკაშვილის დროს, არამედ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო რაიმე სამართლის პოვნა. ამიტომ, ეს რეალობა, ეს კონტრასტი, რაც დღეს მივიღეთ, ეს საშინელი პერიოდი, დღეს რეალურად გვაქვს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, გვაქვს სრული გამჭირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, მედიის წინაშე, ამას მეგობრებო, სჭირდება დანახვა. ავიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების საშუალო რეიტინგები და გამოკითხვის შედეგები რომ შევადაროთ ჩვენს სისტემას, ჩვენ არათუ იმ პარამეტრებში ვჯდებით, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას წინ ვუსწრებთ ყველა მიმართულებით – მართლმსაჯულების, კორუფციის მართვის, თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით, ეკონომიკის თავისუფლების, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული პროგრესი ბოლო რვა წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge