png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მდინარე იორდანესთან სანათლავს მოვაწყობთ, ქართველ მომლოცველებს შეეძლებათ, ჩამოსვლა და ნათლობის რიტუალის ჩატარება - ღარიბაშვილი

  • კომენტარები
  • 29.05.2022
  • 23:42
მდინარე იორდანესთან სანათლავს მოვაწყობთ, ქართველ მომლოცველებს შეეძლებათ, ჩამოსვლა და ნათლობის რიტუალის ჩატარება - ღარიბაშვილი

მდინარე იორდანეს ნაპირას გადმოგვეცა მიწის ნაკვეთი. აქ ჩვენ სანათლავს მოვაწყობთ და ქართველ მომლოცველებს შეეძლებათ, ჩამოსვლა და ნათლობის რიტუალის ჩატარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა "იმედის კვირას" საქართველოსთვის იორდანიაში მიწის ნაკვეთის ოფიციალურად გადაცემის შემდეგ განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმ პროცესზე ისაუბრა, რომელიც მიწის გადაცემას წინ უძღოდა.

"პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო. ჩემი ინფორმაციით, უწმინდესს, პატრიარქს პირადად საუბარი ჰქონდა მეფესთან, თუმცა შემდეგ პროცესი წინ ვერ მიდიოდა. ბოლოს, ჩემი უკვე თავდაცვის მინისტრად ყოფნის დროს, ამ საკითხზე ჩვენს ელჩთან, ბატონ ზაზასთან ერთად, აქტიური მუშაობა დავიწყეთ. შემდეგ პრემიერ მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ეს საკითხი მაღალ დონეზე გავააქტიურეთ. მივწერე წერილები, ძალიან დიდი სამუშაო გასწია ჩვენმა საელჩომ, მთელმა მთავრობამ, ერთმანეთთან კოორდინაციაში ვიყავით. პროცესი დაახლოებით 2 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს ეს საკითხი დაგვირგვინდა - მივიღეთ საბოლოო თანხმობა. იორდანიის მეფემ და იერუსალიმის პატრიარქმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ ეს მიწა გადმოეცათ ჩვენთვის, ქართველებისთვის.

აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი, ამაზე გვაქვს თანხმობა. გვინდა დავიწყოთ მუშაობა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რა თქმა უნდა, საპატრიარქო ჩაერთვება. მე პირადად ვუხელმძღვანელებ ამ პროცესს და როდესაც კონცეფციაზე ჩამოვყალიბდებით, ძალიან მალევე გვინდა, დავიწყოთ მშენებლობა.

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს ჩვენი პატრიარქის ძალიან დიდი სურვილი იყო. მისი ავტორიტეტი და ნდობა, რომელიც პატრიარქის მიმართ არსებობს, ძალიან დაეხმარა ამ პროცესს. საბოლოო ჯამში, ჩვენ, მთავრობამ და ეკლესიამ, რომ იტყვიან, ერმა და ბერმა ერთობლივად შევძელით ეს საქმე ბოლომდე მიგვეყვანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge