png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს შეეძლო, უკეთესად მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის - კარლ ჰარცელი

  • კომენტარები
  • 30.05.2022
  • 15:34
საქართველოს შეეძლო, უკეთესად მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის - კარლ ჰარცელი

საქართველოს შეეძლო უკეთესად მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ელჩის განცხადებით, დროა, საქართველო საქმეს შეუდგეს, გაააქტიუროს ქმედება, რომ მიიღოს სერიოზულად ის, რაც საჭიროა ევროკავშირის სამომავლო წევრობისთვის.

კარლ ჰარცელის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს საბაბი, იამაყოს იმ მიღწევებით, რამაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერის არაფორმალური წოდება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოუტანა, მაგრამ, მეორე მხრივ, რეფორმების სიჩქარე შენელდა, ქვეყანამ კი გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

"ამავე დროს საქართველოს შეეძლო უკეთესად მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირში არის მზარდი შეშფოთება ქვეყნის ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ბოლო წლების განმავლობაში რეფორმების ტემპის შენელება, პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ყველა მხარეს აქვს თავისი პასუხისმგებლობა, ასევე კოვიდ პანდემია. ბოლო თვეების განმავლობაში ასევე ისმის კითხვები, თუ საით მიემართება საქართველო.

ევროკავშირის საქართველოს ახლო მეგობარი და პარტნიორია. საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომელიც იღებს ყველაზე მეტ დახმარებას ერთ სულ მოსახლეზე. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ეკონომიკის მოდერნიზებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, საგანმანათლებლო სტანდარტების ამაღლებაში, ენერგო ეფექტურობის გაზრდაში, გარემოსდაცვის და ჯანდაცვის გამოწვევების დაძლევაში, კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაში.

ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ევროპული დღის წესრიგის წინსვლაში, არ აქვს მნიშვნელობა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მომდევნო კვირაში. რადგან ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობის და პარტნიორობის და მზად ვართ, განვაგრძოთ ინვესტირება. გვსურს, რომ საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ევროპასა და მსოფლიოში, ასე რომ, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ",- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge