png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ცარიელი ევროკავშირი რად გვინდა თუ შიგნით სიმშვიდე არაა. ომი თუ მათკენ გადავიდა, ძალიან ცუდად გვექნება საქმე - მეუფე იაკობი

  • კომენტარები
  • 01.06.2022
  • 15:10
ცარიელი ევროკავშირი რად გვინდა თუ შიგნით სიმშვიდე არაა. ომი თუ მათკენ გადავიდა, ძალიან ცუდად გვექნება საქმე - მეუფე იაკობი

მეუფე იაკობის "პროგნოზით", ევროკავშირი მზად არაა გაფართოებისთვის და ვერც საქართველო, ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა ივნისის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებენ. ბოდბის მთავარეპისკოპოსმა ნინოობის წირვის შემდეგ, გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იქადაგა:

“ჩვენ ვიცით, რომ მძიმე დღეებია, ომია უკრაინაში, ადამიანები კვდებიან და არ აქვს მნიშვნელობა ქრისტიანია თუ არა. თითქმის ასი დღეა იქ ომია და ეს უბედურებაა თითოეული ადამიანისთვის, ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა დამყარდეს.

მე მინდა შევეხო ერთ თემას, ჩვენ არასწორ შეფასებებს ვაძლევთ კანდიდატის სტატუსს. ეს უკრაინისთვის და საქართველოსთვის გამოცდაა, იმის შემდეგ რაც დასუსტდა და ბრიტანეთი გამოაკლდა, ბევრ რამეზე შეთანხმებები უწევთ, უკრაინას ეხმარება ყველანაირად და ცდილობენ ომი მათთან არ დაიწყოს. 

საქართველო ყველაფერს აკეთებს რომ ცივილიზებული ქვეყნის ნაწილი იყოს, ცალ-ცალკე ვერ მიიღებენ მაშინ სამივე ქვეყანა ერთად უნდა მიგვიღონ. ევროკავშირი ამისთვის მზად არაა. თუ უკრაინა მიიღებს კანდიდატის სტატუსს მიუხედავად იმისა, რომ ომია, ჩვენ რატო არ უნდა მივიღოთ, სასამართლო სხვაზე უარესია, ომია თუ სხვა?

გეუბნებიან რომ შენთან ვდგავართ მაგრამ ეს მიღება არაა, ალბათ რაღაც უნდა გავიაროთ და არ მოსწონთ რაღაცეები ჩვენთან, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა იაროს გარე-გარე და არ გვინდა არც რუსეთში სირბილი და არც ევროპაში.

ცარიელი ევროკავშირი რად გვინდა თუ შიგნით სიმშვიდე არაა, გვითხრას ევროკავშირმა რა უნდათ და რა გავაკეთოთ, ომი თუ მათკენ გადავიდა, ძალიან ცუდად გვექნება საქმე.

როდესაც იძახიან მოიგეს ომიო, რანაირად 7 მილიონზე მეტი გაქცეულია ქვეყნიდან 10 მილიონი იძულებით გადაადგილებული, ალბათ უნდა გავამხნევოთ, რომ გული არ გაუსკდეთ თავიანთ უბედურებაზე”, - თქვა მეუფე იაკობმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge