png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ივანიშვილის რეჟიმს ისე ღრმად აქვს შეტოპილი, რომ ზურაბიშვილსაც კი აქვს დისტანცირების სურვილი, ეს მძიმე ვითარების სიმპტომია - ბოკერია

  • კომენტარები
  • 03.06.2022
  • 18:04
ივანიშვილის რეჟიმს ისე ღრმად აქვს შეტოპილი, რომ ზურაბიშვილსაც კი აქვს დისტანცირების სურვილი, ეს მძიმე ვითარების სიმპტომია - ბოკერია

"პრეზიდენტის შემთხვევაში სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ მუდმივ ზიგზაგებს. სულ ცოტახნის წინ საერთაშორისო ასპარეზზე ამ მთავრობას ნამუსს წმენდდა, რომ კარგად იქცევიან უკრაინასთან მიმართებაში და ყველაფერს სწორად აკეთებენ. ამიტომ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის არ არის ეს განცხადებები ფასეული", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ზურაბიშვილის მიერ ქართული ოცნების კრიტიკას.

"ეს მნიშვნელოვანია და უნდა გვახსოვდეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ იგივე სასამართლოზე სრულიად საპირისპიროს იძახდა ეს პრეზიდენტი ანუ მან შეუწყო ხელი იმას, რომ მივედით აქამდე სამწუხაროდ. ახლა მეორეს მხრივ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს თუ ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა ან ადამიანი სწორ გზაზე დგება, მაგრამ პრეზიდენტის შემთხვევაში სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ მუდმივ ზიგზაგებს. სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ასპარეზზე ამ მთავრობას ნამუსს წმენდდა, რომ კარგად იქცევიან უკრაინასთან მიმართებაში და ყველაფერს სწორად აკეთებენ. ამიტომ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის არ არის ეს განცხადებები ფასეული. ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი ისე ღრმად არის შეტოპილი, ზურაბიშვილსაც კი აქვს დისტანცირების სურვილი, ეს მძიმე ვითარების სიმპტომია, მაგრამ იმისთვის რომ ვნახო როგორც მოქალაქემ, რომ პრეზიდენტი საკუთარი მძიმე წარსული შეცდომების შემდეგ დღეს სწორად აფასებს ვითარებას, უნდა დავინახო მკაფიო, ცხადი და თანმიმდევრული პოზიცია, არა ზიგაზებისა და ვითარების ბუნდავანების შენარჩუნების მცდელობა საერთაშორისო ასპარეზზე.

გაგახსენებთ მის ერთ-ერთ ინტერვიუს, როცა ჰკითხეს საქართველოში არსებულ მოქალაქეების პროტესტზე, იმასთან დაკავშირებით რომ მთავრობა რბილად რომ ვთქვათ არაედკავტურად იქცეოდა, მან უარყო და არასწორი ინფორმაცია უწოდა, ჩვენი მთავრობა იქცევა ზუსტად ისე, როგორც უნდა იქცეოდესო. აი რომ ავიღოთ ეს ორი განცხადება, ისევე როგორც მისი წლინახევრის წინანდელი განცხადება სასამართლოზე, რომ კრიტიკა დაუსაბუთებელიაო, ხომ არ შეიძლება რომ ორივე მართალი იყოს. ადამიანმა უნდა თქვას, რომ აი ეს შემეშალა და ახლა ასეა, მერეც არ შეიძლება რომ ისევ გადათქვას ყველაფერი ორ დღეში", - აცხადებს გიგა ბოკერია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge