png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

CNN: დასავლეთი, კიევის მონაწილეობის გარეშე, განიხილავს უკრაინაში ომის დასრულების გზებს

  • მსოფლიო
  • 04.06.2022
  • 15:24
CNN: დასავლეთი, კიევის მონაწილეობის გარეშე, განიხილავს უკრაინაში ომის დასრულების გზებს

ბოლო კვირების განმავლობაში, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები რეგულარულად ხვდებიან ბრიტანელ და ევროპელ კოლეგებს, რათა განიხილონ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის, მოლაპარაკებების გზით დასრულების შესაძლო მექანიზმები. იტყობინება CNN წყაროებზე დაყრდნობით.

უკრაინა უშუალოდ არ მონაწილეობს ამ შეხვედრებში, მიუხედავად აშშ-ის დაპირებისა "არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე", - აღნიშნავს CNN.

ტელეარხის წყაროების თქმით, მომლაპარაკებელებს შორის მზარდი შეშფოთებაა, რომ თუ მოსკოვი და კიევი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან და შეთანხმებას არ მიაღწევენ, ომი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

CNN-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერჯერობით ვერ ხედავს რაიმე დიპლომატიური გარღვევის ან ცეცხლის შეწყვეტის რეალურ პერსპექტივას უახლოეს მომავალში.

ნატოს ორი ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ალიანსი უკრაინის მხრიდან რუსეთთან მოლაპარაკებების მცირე მზაობას ხედავს, ნაწილობრივ იმის გამო, რომ სამხედრო მოქმედებების სისასტიკემ და ადამიანის უფლებათა მრავალრიცხოვანმა დარღვევამ შეარყია უკრაინის საზოგადოების მხარდაჭერა მოსკოვისთვის რაიმე სახის დათმობაზე.

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიევი წავიდეს ისეთ დათმობაზე, რაც ტერიტორიების დათმობას მოიცავს", - განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ CNN-ს.

წყაროთა თქმით, კიევი ორიენტირებულია სამხედრო გამარჯვების მიღწევაზე აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან მოწინავე მდგომარეობაში მყოფი დაჯდეს.

ამასთან, დასავლეთის ოფიციალური პირების თქმითს, კრემლიც არ იჩენს ინტერესს სერიოზული მოლაპარაკებების მიმართ.

იტალიის გეგმა

დარეგულირების გზებს შორის, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები განიხილავენ, არის გეგმა, რომელიც იტალიამ მაისის ბოლოს გაეროს წარუდგინა.

აღნიშნული გეგმა მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას და ფრონტის დემილიტარიზაციას გაეროს დაკვირვების ქვეშ, ევროკავშირში უკრაინის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებებს, ნატო-ში არგაწევრიანებას, ასევე უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებს ყირიმისა და დონბასის მომავლის შესახებ - სადავო ტერიტორიებს შეეთავაზება სრული ავტონომია უსაფრთხოების დამოუკიდებლად უზრუნველყოფის უფლებით, ამასთან, რეგიონების სუვერენიტეტი კიევის დაქვემდებარებაში დარჩება.

CNN-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ იმის მიუხედავად, რომ იტალიის ინიციატივა მოიწონა გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას გრინფილდმა, აშშ მას მარს არ უჭერს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე უარყო ნებისმიერი წინადადება კიევის მხრიდან ტერიტორიების შესაძლო დათმობაზე. ასევე არ ჩანს იმის ნიშნები, რომ პუტინი კეთილსინდისიერად წარმართავს მოლაპარაკებებს ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით. "ჩვენ უბრალოდ, ჯერ არ ვიცით, რამ შეიძლება შეუცვალოს აზრი პუტინს", - უთხრა CNN-ს წყარომ.

ომის ხანგრძლივობა

"ომი დამქანცველ რუტინად იქცა და, აშშ-ს დაზვერვის თანახმად, შეიძლება გაგრძელდეს მრავალი თვე ან თუნდაც წლები", - წერს CNN.

არხის თანამოსაუბრეების თქმით, რომლებიც იცნობენ სადაზვერვო ინფორმაციას, ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა უახლოეს მომავალში არსებულ ფრონტის ხაზს ვერ  გარღვევენ.

ამავდროულად, თეთრ სახლში განიხილავენ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრებას ან ახალი შეზღუდვის დაწესებას, რაც შეიძლება არ აღმოჩნდეს "მყისიერი და გამანდგურებული დარტყმა", არამედ გამოიწვიოს ხელშესახები შედეგები მომდევნო წლებში.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მაღალი იქნება დასავლეთის საფასური და მით უფრო რთული იქნება ბაიდენის ადმინისტრაციისთვის რუსული ნავთობისა და გაზის ჩამნაცვლებლის პოვნა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge