png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჯანმო-მ მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის 780 შემთხვევა დაადასტურა

  • მსოფლიო
  • 05.06.2022
  • 23:52
ჯანმო-მ მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის 780 შემთხვევა დაადასტურა

ჯანმრთელობის მოსფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის 780 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის შესახებ განაცხადა.  ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის პრეს-რელიზში.

მაიმუნის ყვავილის შემთხვევები გამოვლინდა 27 ქვეყანაში, რომელიც ამ დაავადებისთვის ენდემური არ არის. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, უმეტეს ქვეყანაში დაინფიცირება უკავშირდება კაცებს შორის სექსუალურ კონტაქტებს.

პაციენტების უმრავლესობამ განაცხადა, რომ იმოგზაურა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში და არა დასავლეთ ან ცენტრალურ აფრიკაში, სადაც მაიმუნის ყვავილის ვირუსი ენდემურია.

2 ივნისის მონაცემებით, ჯანმო-ს არ დაუფიქსირებია გარდაცვალების შემთხვევები იმ ქვეყნებში, რომლებისთვისაც ის არატიპიურია, მაგრამ ენდემური ქვეყნებიდან კვლავ ვრცელდება ინფორმაციები ლეტალური გამოსავლების შესახებ.

ყველაზე მეტი - 58 ადამიანი დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სამი ადამიანი დაიღუპა კონგოში, გარდაცვალების ორ-ორი შემთხვევა დაფიქსირდა კამერუნში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ნიგერიაში - თითო-თითო. გლობალურ დონეზე ორგანიზაციაში დაავადების გამოვლენის გამო რისკები ფასდება როგორც „ზომიერი“.

მაისში ჯანმო-ს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა რიჩარდ პებოდიმ განაცხადა, რომ მაიმუნის ყვავილით დაინფიცირების შემთხვევების მიუხედავად, მასობრივი ვაქცინაციის საჭიროება არ არსებობს. მისი თქმით, პირადი ჰიგიენის დაცვა და უსაფრთხო სქესობრივი კავშირი საკმარისია, რათა ინფექციის გავრცელება კონტროლს დაექვემდებაროს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge