png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ხომასურიძეს პატიმრობა შეეფარდა

  • სამართალი
  • 08.06.2022
  • 18:25
დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ხომასურიძეს პატიმრობა შეეფარდა

დავით ბერძენიშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს, ირაკლი ხომასურიძეს სასამართლომ აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დაკავებულმა სასამართლო სხომაზე თქვა, რომ ინციდენტი დავით ბერძენიშვილის ძმის, ლევან ბერძენიშვილის მიერ მეფე ერეკლე მეორეზე გამოთქმული აზრის გამო დაიწყო.

"ქაშუეთის წინ ვიყავი, უნდა დამერეკა. ამ დროს გამოიარეს. პირველ რიგში გამახსენდა მისი ბედოვლათი ძმის განცხადებები... მე მათთან მივედი, რომ არასწორი ადამიანები ხართ მეთქი... ეს ბერძენიშვილი, მედია და მთლიანად ოპოზიცია არიან ქვეყნის მტრები. ისიც მინდოდა მეთქვა, შენს მაგივრად შენი ძმა რომ შემხვედროდა, პანღურს ვუთავაზებდი-მეთქი იმ სიტყვების გამო, რაც მან აკადრა ქართველ ხალხს. შემოტრიალდა და მითხრა ესე, ესეო. მე წავიწიე მისკენ და დავუწყე გინება. ჟურნალისტები რომ მოვიდნენ, მერე ჟურნალისტებსაც ვაგინებდი, ახლაც გავუმეორებ. მან [დავით ბერძენიშვილმა] მომიქნია პირველმა ხელი," - თქვა ირაკლი ხომასურიძე.

ბრალდებულის სიტყვების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა ირაკლი ხომასურიძე დარბაზიდან გააძევა.

"გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ვაპირებდი გასვლას სათათბირო ოთახში , მართლა ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არ ვიყავი ჩამოყალიბებული რა გადაწყვეტილებას მივიღებდი , მაგრამ აღარ გავალ იმის გათვალისწინებით, რაც ბრალდებულის ნათქვამიდან, ქმედებებიდან გამომდინარე დავინახეთ- ეს კაცი არის ყველაზე გაბრაზებული, შესაბამისად თუ ასეთ გაბრაზებას აქ გამოხატავს და ჩემს მიერ არაერთი მოწოდებისა დაწყნარებულიყო, მაქსიმალურად ვეცადე დარჩენილიყო პროცესზე ბოლომდე, მაგრამ არ მომცა ამის საშუალება, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება," - განმარტა მოსამართლემ.

თავდასხმა ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თბილისში,  რუსთაველის გამზირზე, 6 ივნისს მოხდა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge