png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კონტექსტი ამ განცხადებების არის ის, რომ მოუხედავად მათი კრიტიკული დამოკიდებულებისა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - მაჭარაშვილი

  • კომენტარები
  • 09.06.2022
  • 12:55
კონტექსტი ამ განცხადებების არის ის, რომ მოუხედავად მათი კრიტიკული დამოკიდებულებისა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - მაჭარაშვილი

ევროპარლამენტარების განცხადებებში ძირითადი კონტექსტი არის ის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლების, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პარტიის თავმჯდომარის განცხადებები, განმარტებები ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში ვიზიტები პროდუქტიული აღმოჩნდა.

"კონტექსტი ამ განცხადებების არის ის, რომ მოუხედავად მათი კრიტიკული დამოკიდებულებისა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს უკვე ნიშნავს იმას, როდესაც საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მოღებას, სწორედ ეს ქართველი ხალხია, რომელმაც უკვე ცხრაჯერ აირჩია ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას.

შესაძლებელია არსებობდეს გარკვეული კრიტიკა, რეკომენდაციები და შენიშვნები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პრობლემა არც გვქონია და არც გვექნება. თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, თუ საჭირო იქნება, ჩვენ დამატებით დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა ის, რომ ამ განცხადებებიდან აბსოლუტური უმრავლესობა იყო უსაფუძვლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ქვეყანაში, თუ ისინი რეალურად მართლა ფიქრობენ და მათ რამე მტკიცებულება აქვთ, რომ საქართველოში არის პრორუსული მთავრობა, საქართველოში არის ოლიგარქია, საქართველოში დემოკრატია უკან მიდის, ქვეყანა იქცევა და ამის ფონზე მაინც მიანიჭონ სტატუსი, ეს ლოგიკასთან კავშირში არ არის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ განცხადებების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. თუმცა ჩვენ ვიტოვებთ იმის უფლებას ყოველთვის, რომ ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც პასუხს საჭიროებს, პასუხები გავცეთ“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge