png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ხარკოვის ოლქში დიდი დანაკარგის გამო რუსულმა ქვედანაყოფმა ომზე უარი თქვა - უკრაინის გენშტაბი

  • მსოფლიო
  • 10.06.2022
  • 11:16
ხარკოვის ოლქში დიდი დანაკარგის გამო რუსულმა  ქვედანაყოფმა ომზე უარი თქვა - უკრაინის გენშტაბი

ხარკოვის ოლქში დიდი დანაკარგების გამო რუსულმა მოტომსროლელთა ქვედანაყოფმა პირველი არმიის ბრიგადიდან ომზე უარი თქვა. ამის შესახებ ნათქვამია ურაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციაში.

აღნიშნულია, რომ ფიქსირდება საომარ მოქმედებებში უარის თქმა ქვედანაყოფების მიერ, რომლებიც დაკომპლექტებულია დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ტერიტორიებიდან იძულებით მობილიზებული პირადი შემადგენლობისგან.

გენშტაბის ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით რუსეთის არმიის 30 ტაქტიკური ბატალიონი იბრძვის. „ისინი სისტემატურ საცეცხლე გავლენას ახდენენ, რათა შეაკავონ უკრაინის თავდაცვის ძალების ქმედებები და არ დაუშვან მათი შემდგომი გადაადგილება სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით.

ხარკოვის მიმართულებაზე მტერი აგრძელებს თავდაცვით მოქმედებებს. მტრის  ძირითადი ძალისხმევა მიმართულია საზღვრებთან პოზიციების შენარჩუნებისკენ. აგრესორი საარტილერიო ცეცხლით ბომბავს უკრაინულ ძალებს, რათა არ დაუშვას მათი შეტევაზე გადასვლა.

სლავიანსკის მიმართულებით, რუსი ჯარისკაცები ამზადებენ პირობებს ახალი შეტევისთვის. დონეცკში რუსეთის არმია აგრძელებს დარტყმებს ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ. გრძელდება საავიაციო და სარაკეტო იერიშები, მათ შორის დასახლებულ პუნქტებზეც.

ლიმანის მიმართულებით, რუს სამხედროებს შეტევა არ განუახლებიათ, თუმცა ცეცხლი გახსნეს დასახლებული პუნქტების გრიგორევკას და სერებრიანკას მიმართულებით.

სევეროდონეცკის მიმართულებაზე ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობენ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარებას, საომარი მოქმედებები გრძელდება.

ბახმუტის მიმართულებაზე რუსები იყენებენ ავიაციას, ცდილობენ შტურმის განხორციელებას ნირკოვოსა და ნიკოლაევკის დასახლებული პუნქტების მიმართულებით. უკრაინელი სამხედროების ცეცხლის გამო ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს.  მტერი ცდილობდა ნაგორნოესა და ბერესტოვოს მიმართულებით წინსვლას, მაგრამ დარტყმები მიიღო და უკან დაიხია.

რუსებმა წინ წაიწიეს ვიზდვიჟენსკის მიმართულებით, მოიპოვეს გარკვეული წარმატება და დაკავებულ პოზიციებზე გამაგრდნენ.

დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებებზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის შვიდი შეტევა მოიგერია. გაანადგურა ათი ტანკი, შვიდი საარტილერიო სისტემა, ოთო საბრძოლო ჯავშანმანქანა, სამი სპეციალური შეჯავშნული მანქანა, ოთხი ერთეული საავტომობილო ტექნიკა და საბრძოლო მასალის საცავი. საჰაერო თავდაცვს ქედანაყოფებმა ჩამოაგდეს მტრის „ორლან-10“-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის ავიაციამ დარტყმები მიიტანა რუსეთის არმიის პოზიციებზე, ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის შეკრების ადგილებზე ხერსონის ხუთ სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge