png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

4 მარტიდან ფაქტობრივი სანქციების პირობებში ვცხოვრობთ - ივანიშვილის ადვოკატი

  • კომენტარები
  • 10.06.2022
  • 12:15
4 მარტიდან ფაქტობრივი სანქციების პირობებში ვცხოვრობთ - ივანიშვილის ადვოკატი

"ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ 4 მარტიდან ფაქტობრივად სანქციების პირობებში იმყოფებიან. ამის შესახებ ყიფიანმა "იმედის" ეთერში ისაუბრა.

"4 მარტიდან მოყოლებული, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეალური დაბრკოლება შეექმნა საკუთარ აქტივებზე წვდომისა და მათი განკარგვისა, ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში - ეს არის ჩვენთვის ყველაზე აღსანიშნი გარემოება.

24 თებერვალს იწყება ცნობილი მოვლენები და 4 მარტიდან ჩვენს საქმეში შემოდის ხელოვნური დაბრკოლებები. ერთ-ერთი ქვეყნის მარეგულირებელმა პირდაპირ თქვა: ეს ყოველივე გამოწვეულია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებით. ჩვენ ვართ ფაქტობრივი სანქციების პირობებში. არაერთი იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ ასეთი სანქციები გაცხადდა. ფაქტობრივად, ჩვენ და ბატონ ივანიშვილს უწევს საქმიანობა და ჭიდილი გამოუცხადებელი სანქციების პირობებში", - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც ივანიშვილის სანქცირების საკითხსაც მოიცავს, ყიფიანმა თქვა, რომ ევროპარლამენტს ივანიშვილის ოლიგარქობასთან დაკავშირებით "სასაცილო არგუმენტები" აქვს.

"ჩვენ მოვისმინეთ ძალიან სასაცილო არგუმენტი, როდესაც 10-წამიანი სატელეფონო ზარი შედგა, რა ფაქტობრივ გარემოებებზე ვსაუბრობთ, როდესაც ამხელა მძიმე ბრალდებაზეა საუბარი და ისე მაღლა არის აწეული ბრალდების თამასა, რომ გავარჩიოთ, საგნობრივი რეაგირება მოვახდინოთ და უარვყოთ ეს არგუმენტი. ჩვენ არ გვაპირისპირებენ იმდენად წონად არგუმენტებს და ფაქტებს, რომ კვალიფიციური და არგუმენტირებული პასუხი მივცეთ", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ივანიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ თუ პროცესი ამგვარად გაგრძელდება და ბრალდების მხარე საფუძვლებსა და მტკიცებულებებს არ დაეყრდნობა, შესაძლოა, ივანიშვილმა, საჭიროების შემთხვევაში, თავად, საჯაროდ განმარტოს ამ მოქმედებების მიზეზები და მოტივაციები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge