png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აფხაზებს უნდა შევთავაზოთ საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა, ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში - სააკაშვილი

  • კომენტარები
  • 10.06.2022
  • 17:40
აფხაზებს უნდა შევთავაზოთ საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა, ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში - სააკაშვილი

აფხაზებს უნდა შევთავაზოთ ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფოს, საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"უახლოეს პერიოდში, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ჩვენ არამხოლოდ ევროკავშირში შევალთ, არამედ, უნდა შევძლოთ დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკება. რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანასთან ერთად, ცხინვალის საკითხი თავისით მოგვარდება - ვინც წასასვლელია, წავა და ვინც დარჩება, იმათთან გასაყოფი ჩვენ არაფერი გვაქვს.

უფრო რთულადაა სიტუაცია აფხაზეთთან. იქ ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე სამაჩაბლოში და გაუცხოების ხარისხიც უფრო მაღალია.

ჩვენ, ჩემი აზრით, მათ უნდა შევთავაზოთ ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფოს, საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში. ამ სახელმწიფოში იარსებებს ორმაგი მოქალაქეობა, რაც ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოქალაქე ავტომატურად იქნება საქართველოს მოქალაქე და დანარჩენი საქართველოს მოქალაქე არ იქნება ავტომატურად აფხაზეთის მოქალაქე. ამით მოვუხსნით აფხაზებს ასიმილაციის შიშს. ორივე - ქართული და აფხაზური იქნება სახელმწიფოს ოფიციალური ენები. ქუთაისში, პარლამენტი იქნება ორპალატიანი და ზედა პალატაში ფედერაციის ორივე სუბიექტს ექნება თანაბარი წარმომადგენლობა. აფხაზეთის პრეზიდენტი ყოველთვის იქნება საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი.

უნდა მოხდეს გარდამავალი პერიოდის აღება (ვთქვათ, 3-5 წელი), რომლის განმავლობაშიც მოხდება შეიარაღებული ძალების, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ინტეგრირება. რა თქმა უნდა, ფედერაციის შიგნით უნდა იყოს სრულად თავისუფალი გადაადგილება და საერთო უსაფრთხოების რეჟიმი.

წამოვლენ თუ არა ამაზე აფხაზები? - ბოლო ათწლეულებმა კარგად აჩვენა, რომ აფხაზეთს საერთაშორისო აღიარების შანსი არ აქვს. საქართველოსთან ერთად კი ჩვენი შემოთავაზებული მოდელით მას შეუძლია გახდეს ფედერაციის სრულფასოვანი სუბიექტი და ევროკავშირის ნაწილი განვითარებისა და იდენტობის დაცვის სრული გარანტიებით.

ჩვენ უკვე უნდა განვიხილავდეთ და ვკამათობდეთ ასეთ თემებზე, რათა მზად ვიყოთ დიდი ცვლილებებისთვის და ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
ჩემი გათვლებით, აფხაზეთთან გაერთიანების პირობებში 3-4 წელიწადში საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი 2-3-ჯერ გაიზრდება, რაც დაეტყობა თითოეული ქართული და აფხაზური ოჯახის კეთილდღეობას. აფხაზეთთან ერთად მთელ საქართველოს ფედერაციას შეეძლება 6-7 წელიწადში ტურისტების რაოდენობის 20 მილიონამდე გაზრდა. დაიწყება საპორტო ინფრასტრუქტურის ბუმი, იქნება ბევრი სხვა სარგებელიც", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge