png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბიძინა ივანიშვილს ანგარიში აქვს გაჩერებული, გადარიცხვა არ კეთდება და ფაქტობრივი მოცემულობაა ის, რომ სანქცია ისედაც მოქმედებს - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 13.06.2022
  • 00:58
ბიძინა ივანიშვილს ანგარიში აქვს გაჩერებული, გადარიცხვა არ კეთდება და ფაქტობრივი მოცემულობაა ის, რომ სანქცია ისედაც მოქმედებს - ირაკლი კობახიძე

„რამდენიმე დღის წინ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თუ არ ვცდები, ვიქტორ ყიფიანი საუბრობდა და მან განაცხადა ასეთი რაღაც, რომ დღესაც პრაქტიკულად ფაქტობრივი მოცემულობა ეს არის, რომ ანგარიში არის გაჩერებული, ორი თვეა გადარიცხვა არ კეთდება, ანუ პრაქტიკაში გამოდის, რომ სანქცია ისედაც მოქმედებს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა ისეთი პროცესები გამოიარა, არაფერს შეუშინდა და ახლა ვიღაცას უნდა, რომ რაღაც ჩანაწერებით და სანქციების მუქარით შეაშინოს ეს არის ფუჭად გასროლილი ტყვია.

„როცა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა, პირველად მისი ეს პოლიტიკური ბიოგრაფია დაიწყო დაყადაღებით. დაუყადაღეს ანგარიშები, მერე სატელიტური თეფშები და ა.შ.

დღესაც, იგივე ხაზის ადამიანები საუბრობენ იმავეზე, რომ უნდა დავუყადაღოთ, ჩამოვართვათ. 11 წლის თავზე ელემენტარული ხელწერა ვერ შეიცვლეს. იგივე მენტალიტეტით მოხდა ეს ჩანაწერი იმ რეზოლუციაში, რომელზეც ვსაუბრობთ.

ვერ მოიშალეს ეს, რომ ადამიანს ანგარიში უნდა დაუყადაღო, ჯერ არც ადამიანის უფლებები აინტერესებს.

ჩვენ მაგიტომ ვამბობთ, რომ ასეთ რეზოლუციას, ასეთ ჩანაწერებს ევროკავშირთან ზოგადად საერთო არაფერი აქვს იმიტომ, რომ როცა ევროკავშირი ფუძნდებოდა პირველი, რაზეც ის დაფუძნდა ეს იყო სწორედ სამართლიანობა, სიმართლე, ადამიანის უფლებები, პრინციპები და ღირებულებები.

როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ორგანოს, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასეთ ჩანაწერებს ვხვდებით იქ აშკარაა, რომ არაფერი აქვს საერთო ასეთ ტექსტებს იმ ღირებულებებთან, რომლებსაც დაეფუძნა თავის დროზე ევროკავშირი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge