png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ელენე ხოშტარია 9 მოსამართლის სანქცირებას ითხოვს

  • პოლიტიკა
  • 14.06.2022
  • 17:43
ელენე ხოშტარია 9 მოსამართლის სანქცირებას ითხოვს

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია 8 მოსამართლის სანქცირებას ითხოვს, რადგან, მისი თქმით, სწორე ისინი არიან ოლიგარქიული მმართველობის საყრდენები.

მანამდე, ხოშტარიამ "ბიზნესოლიგარქებისა" და რამდენიმე სახელმწიფო უწყების სანქცირება მოითხოვა.

ელენე ხოშტარიას მტკიცებით, იმ მოსამართლეებზე ინფორმაცია, რომელთა დასანქცირებასაც მოითხოვს, ეყრდნობა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებს.

ხოშტარიამ ბრიფინგზე 9 მოსამართლის ვინაობა დაასახელა, რომელთა სანქცირებასაც ითხოვს:

მიხეილ ჩინჩალაძე - "წინა მთავრობის პროკურორი, რომელიც შემდეგ პოლიტიკური მსახურებისთვის მოსამართლედ დააწინაურეს. 2012-2013 წლის შემდეგ გახდა ივანიშვილის საყრდენი კლანის შექმნაში. ის არის კლანის რეალური თავი";

ლევან მურუსიძე - "გამოირჩევა მძიმე საქმეებით - წინა ხელისუფლების დროს განიხილა "გირგვლიანის საქმე" და 2013 წელს მას ღიად შეხვდა ბიძინა ივანიშვილი და დაასახელა სასამართლოს ღერძად. მას შემდეგ ის არ ერიდება პოლიტიკურ კამპანიებში და პოლიტიკური განცხადების, მიკერძოების გამოხატვას. მას ღიად ეძახიან ლიდერს სისტემაში";

შალვა თადუმაძე - "ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, რომელიც ჯერ გაამწესეს პროკურატურაში საქმეების შესაკერად, შემდეგ დანიშნეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ იმისთვის, რომ ჩაიკეტოს მართლმსაჯულების სისტემა"

გიორგი მიქაუტაძე - "უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეა. მანამდე იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სწორედ მაშინ, როდესაც კლანის საბოლოო გამყარება ხდებოდა";

ლაშა ჩხიკვაძე - "ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, რომელიც ნაწილობრივ სანქცირებულიც არის - ის არ გაუშვეს ამერიკაში. ამ ადამიანს 2015 წელს უკავშირდება ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაიღუპა ადამიანი. ეს საქმე არის ამ დრომდე მიმდინარე იმისთვის, რომ იყოს გამოჭერილი და შეასრულოს პოლიტიკური დავალებები";

ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილები - "ძმები, ოჯახური, კლანური ბიზნესით, რომელთა ხელშიც გადიოდა ბევრი პოლიტიკური საქმე. მათ შორის, "კაბელების", "ციანიდის", "რურუას". ამ ძმებს გადანაწილებული აქვთ პოლიტიკური საქმეები";

ირაკლი შენგელია - "შედარებით ჩრდილში მყოფია, მაგრამ ერთ-ერთი საყრდენია [მიხეილ] ჩინჩალაძის. მას ცოლი და დისშვილი, დის ქმარი ჰყავს დასაქმებული ამ სისტემაში;

სერგო მეთოფიშვილი - "ეს არის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. მის ხელში გადის სისხლის სამართლის პოლიტიკური საქმეები".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge