png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

იქ ნამდვილად არ არის ისეთი პირობა განსაზღვრული, რომლის შესრულებაც განსაკუთრებულად რთული იქნება - სარჯველაძე ევროკომისიის რეკომენდაციაზე

  • პოლიტიკა
  • 18.06.2022
  • 13:57
იქ ნამდვილად არ არის ისეთი პირობა განსაზღვრული, რომლის შესრულებაც განსაკუთრებულად რთული იქნება - სარჯველაძე ევროკომისიის რეკომენდაციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ეხმიანება ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გუშინდელი დღე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი იყო.

„მართლაც მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. შეიძლება ითქვას, რომ ძალზეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმ თვალსაზრისით, რომ დეიურედ დაფიქსირდა საქართველოს უფლება ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტებში, საქართველოს მისწრაფების ლეგიტიმურობა ევროინტეგრაციის მიმართულებით და ამაზე ითქვა კიდეც უშუალოდ იმ პირთა მხრიდან ვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ახლა კომენტარს ვაკეთებთ, რომ ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი წინ. საქართველომ მართლაც უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა წინ ევროინტეგრაციის გზაზე, ვფიქრობთ, რომ ეს ახალ შანსებს და ჰორიზონტებს აჩენს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს საქართველოს იმ მოცემულობების პირობებში, რომელიც განისაზღვრა როგორც აუცილებელი წინაპირობები შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით საქართველოს აქვს ძალიან დიდი მოლოდინი", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ევროკომისიის შეფასებაში მოყვანილ რეკომენდაციებს შორის არ არის ისეთი პირობები, რომელთა შესრულება განსაკუთრებულ სირთულესთან იქნება დაკავშირებული, თუმცა არის გარკვეული ნაწილები, რომლებთან დაკავშირებითაც საჭიროა საერთო კონსენსუსი.

„თუკი ჩვენ გავეცნობით ამ დოკუმენტის შინაარსს, სადაც არის განსაზღვრული პირობები, ვფიქრობ, რომ იქ ნამდვილად არ არის ისეთი რაიმე კონკრეტული პირობა განსაზღვრული, რომლის შესრულებაც იქნება განსაკუთრებულად რთული. არის გარკვეული პუნქტები, რომელთა მიმართებაშიც მე ხელისუფლების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლება საკუთარ თავზე აიღებს და ამას განახორციელებს, თუმცა არის გარკვეული ნაწილები, რომლებთან დაკავშირებითაც გვჭირდება საერთო კონსენსუსი. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ საერთო პასუხისმგებლობა გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში უნაწილდება ოპოზიციას და არა მხოლოდ მათ, სამოქალაქო საზოგადოებასაც, მედიასაშუალებებსაც, რომლებიც სამწუხაროდ, დღეს გვევლინებიან დესტრუქციულობისა და პოლარიზების გაღრმავების მთავარ შემოქმედებად. რა საკვირველია, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა", - განაცხადა სარჯველაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge