png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის გამარტივების მოწოდებით გამოდის

  • მსოფლიო
  • 19.06.2022
  • 13:00
გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის გამარტივების მოწოდებით გამოდის

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მხარს უჭერს ევროკავშირის რეფორმირებას, რათა გაადვილდეს ბლოკში ახალი წევრების მიღება. ამის შესახებ შოლცმა 18 ივნისს, სააგენტო dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა.

შოლცის განცხადებით, არა მხოლოდ წევრობის კანდიდატები უნდა მოემზადონ ევროკავშირში გასაწევრიანებლად, არამედ თავად ევროკავშირიც უნდა მოემზადოს ახალი წევრების მისაღებად.

"ამისთვის მან [ევროკავშირმა] უნდა მოახდინოს თავისი სტრუქტურებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის მოდერნიზება. ყოველთვის არ არის შესაძლებელი ერთხმად მივიღოთ გადაწყვეტილება, მაშინაც კი თუ დღეს პროცედურა ითვალისწინებს ერთსულოვან თანხმობას", - თქვა შოლცმა.

კანცლერის თქმით, აღნიშნული საკითხის წამოჭრა მას 23-24 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტის ფარგლებში სურს.

სამიტზე ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს წევრობის შესახებ განაცხადებს განიხილავენ. ევროკომისიამ მოლდოვისა და უკრაინასთან მიმართებაში კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.  რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიამ აღიარა თბილისის ევროპული პერსპექტივა, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ქვეყანას რეფორმების ფართო სპექტრის განხორციელება დასჭირდება.

კანდიდატის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ წევრი ქვეყნების ერთსულოვანი მხარდაჭერით. სააგენტო dpa-ს ცნობით, ამ პრინციპის შერბილებაზე ევროკავშირში დიდი ხანია მსჯელობენ. თუმცა გადაწყვეტილება ამ მიდგომის რეფორმირებაზე შესაძლებელია მიღებულ იქნას მხოლოდ გაერთიანების წევრი - ყველა სახელმწიფოს თანხმობით.

გერმანიის კანცლერი ასევე იმედოვნებს, რომ ევროკავშირის სამიტი ძლიერ სიგნალს გაუგზავნის დასავლეთ ბალკანეთს ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას თითქმის ორი ათეული წელია ელოდებიან.

"ჩვენ უნდა ვაჩვენოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომ სერიოზულად ვართ განწყობილნი. ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია კარგად არიან მომზადებულნი, რომ დაიწყონ ევროკავშირში გაწევრიანების არსებითი მოლაპარაკებები - და ისინი ახლავე უნდა დაიწყოს", - თქვა შოლცმა.

ბოლო ხანებია, ოლაფ შოლცი გააქტიურდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების მიმართულებით. ამ მოტივით, შოლცმა რამდენიმე დღის წინ ვიზიტები გამართა ამ ქვეყნების დედაქალაქებში.

11 ივნისს, ოლაფ შოლცი გამოვიდა მოწოდებით დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

კანცლერის თქმით, გერმანია სერიოზულად უყურებს დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ევროკავშირში ინტეგრაციას.

ჩრდილოეთ მაკედონიას უკვე 17 წელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული. 2020 წლის ივნისში ევროკომისიამ ფაქტობრივად მწვანე შუქი მისცა მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ ის ბულგარეთმა დაბლოკა, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიას ბულგარული უმცირესობის უფლებების გამო ედავება.

აღსანიშნავია, რომ სკოპიეში ვიზიტისას, შოლცმა ბულგარეთს მოუწოდა, მოხსნას ვეტო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყებას.

23 ივნისს დაგეგმილია ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერთა სამიტი. ამავდროულად, გერმანია მიმდინარე წელს ბერლინში უმასპინძლებს შეხვედრას, რომელზეც განიხილავენ ევროკავშირის წევრობის ექვსი კანდიდატი ქვეყნის მიერ ნაჩვენებ პროგრესს.

დასავლეთ ბალკანეთი 6 ქვეყანას მოიცავს. ესენია: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო (ნაწილობრივ აღიარებული), მონტენეგრო და სერბეთი. კანდიდატის სტატუსი მათგან მხოლოდ ოთხს - სერბეთს, ალბანეთს, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიას აქვს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge