png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არის საკითხები, რომელსაც ბრუსელთან გავარკვევთ, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 20.06.2022
  • 11:34
არის საკითხები, რომელსაც ბრუსელთან გავარკვევთ, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს - ირაკლი ღარიბაშვილი

მოგესალმებით, მინდა, რამდენიმე სიტყვით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს. 17 ივნისს, ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი, ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას,  საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს, ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის რეკომენდაციები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, ისედაც იყო ხელისუფლების დღის წესრიგში ჩაწერილი, თუმცა არის სხვა საკითხებიც, რასთან დაკავშირებითაც მუშაობა გაგრძელდება ბრიუსელთან და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას. მეორე, რაც ასევე ევროკომისიამ თავის რეკომენდაციაში ჩაწერა და მიმართა საბჭოს არის შემდეგი - საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები და ანუ პირობები შესრულდება.  ახლა როგორც კი დაამტკიცებს საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციებს, ჩვენ რა თქმა უნდა მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრუსელთან. მინდა, განვმარტო მოქალაქეებისთვის, რომ ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული, არის სხვა საკითხები, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა, ბრუსელთან გავარკვევთ, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. მინდა აქვე, ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, ვინაიდან ვიცი, რომ მოქალაქეების უმეტესობას გარკვეული კითხვები დარჩა, თუ რატომ აღმოჩნდა ასე ვთქვათ უფრო მეტად წახალისებული მოლდოვა და უკრაინა და მინდა, ავუხსნა ჩვენს მოქალაქეებს შემდეგი. მოლდოვას და უკრაინას, აქვს აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით, ანუ მათაც ჩაუწერეს, რომ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით ევროკომისია, რომ მათ მიენიჭოთ სტატუსი, პერსპექტივა და ასევე სტატუსი. ანუ, რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვასთვის, რომელიც არის ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამავდროულად მათაც სთხოვენ, მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას. ჩვენს შემთხვევაში არის პირიქით, ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც არის დადებული, ეს რეფორმები განვახორციელოთ, პრიორიტეტები განვახორციელოთ და რა თქმა უნდა საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი,“- განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge