png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მათ შორის, პოლიტიკური ქველმოქმედება განახორციელა 2012 წელს. თქვენ ვინ გაფინანსებთ? თუ იტყვით სახელსა და გვარს თქვენ დაასახელებთ ოლიგარქს - მდინარაძე ,,მთავარის’’ ჟურნალისტს

  • პოლიტიკა
  • 20.06.2022
  • 16:29
ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მათ შორის, პოლიტიკური ქველმოქმედება განახორციელა 2012 წელს. თქვენ ვინ გაფინანსებთ? თუ იტყვით სახელსა და გვარს თქვენ დაასახელებთ ოლიგარქს - მდინარაძე ,,მთავარის’’ ჟურნალისტს

,,პირველი, უნდა მოვახდინოთ სწორი იდენტიფიკაცია, ვინ არის ოლიგარქი, ვინ ერევა პოლიტიკაში, თავისი გავლენით, ფულით, ვინ აფინანსებს ტელევიზიებს და ვინ ცდილობს ასე რაღაცა გავლენის მოპოვებას და ა.შ. უკრაინის კანონი ამასთან დაკავშირებით, რომ წაიკითხოთ, ზუსტად, ახლა მე რასაც ვსაუბრობ, ამას შეეხება. ამიტომ, თქვენ შეიძლება გგონიათ და მიგაჩნიათ და ძალიან გინდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს ოლიგარქი, მაგრამ სინამდვილეში ამის მტკიცებულება არ არსებობდეს ბუნებაში”, - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეფასებას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილი არის ქველმოქმედი და ფილანტროპი. ხოლო, თუ მივიღებთ უკრაინაში არსებულ კანონს, რომელიც ოლიგარქიას შეეხება, ვნახავთ, რომ ,,მთავარი’’ არხის დამფინანსებელი არის ოლიგარქი.

,,მე ვეთანხმები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და ეს ასეა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ადამიანი არის ფილანტროპი, ეს ადამიანი არის მეცენატი, ქველმოქმედი და მართლაც ასეა. კაცზე ლაპარაკობთ, რომელსაც სამ მილიარდზე მეტი ქველმოქმედება აქვს განხორციელებული ქვეყანაში და თქვენ გინდათ, რომ ქველმოქმედი იყოს ადამიანი, რომელიც გამოვიდა და თქვა - რვაასი დოლარი მქონდა ხელფასი და ოთხას ქველმოქმედებაში ვხარჯავდიო. ისე მაგას რა ვუთხარიო, როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე. რა ოთხასი ქველმოქმედებაში? რომელ ფსკერზე ჩავდივართ, ხვდებით? არ შეიძლება ასე მსჯელობა.

ქველმოქმედს დავარქვათ ქველმოქმედი. ოლიგარქის იდენტიფიცირება მოვახდინოთ. აი, თუნდაც იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც უკრაინას აქვს. იგივე კანონი შეგვიძლია მივიღოთ. ადამიანი, რომელიც თავის გავლენით, მათ შორის, მაგალითად დიდი ფულით ცდილობს გავლენა მოახდინოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, უფრო კონკრეტულად სიღრმეში რომ შევიდეთ დააფინანსოს ტელევიზიები და ეს გავლენები იყოს არალეგიტიმური, მათ შორის და ა.შ. ასეთი არის თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელი და ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მათ შორის, პოლიტიკური ქველმოქმედება განახორციელა 2012 წელს. თქვენ ვინ გაფინანსებთ? ვინ გაფინანსებთ? თუ სახელს და გვარს იტყვით თქვენ დაასახელებთ ოლიგარქს. ბრძანეთ, ვინ გაფინანსებთ, თქვენ ტელევიზიას ვინ აფინანსებს? ტელევიზიაში მუშაობთ და არ იცით დამფინანსებელი ვინ გყავთ, ან არ იცით, ან არ ამბობთ, ხომ? ერთიც უბედურებაა და მეორეც”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge