png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დავით ბაქრაძე დადიოდა პირადად, კანდელაკზე აღარ ვსაუბრობ, ეხვეწებოდა, ემუდარებოდა ევროპელებს, რომ როგორმე „ქართული ოცნების“ პირობებში უვიზო რეჟიმი არ მიეცათ - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.06.2022
  • 17:53
დავით ბაქრაძე დადიოდა პირადად, კანდელაკზე აღარ ვსაუბრობ, ეხვეწებოდა, ემუდარებოდა ევროპელებს, რომ როგორმე „ქართული ოცნების“ პირობებში უვიზო რეჟიმი არ მიეცათ - ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა გამოვკვეთო რამდენიმე ძირითადი მიღწევა, რომელიც სწორედ ბატონი ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, ეს არის უვიზო რეჟიმი, რომლითაც ესენიც სარგებლობენ სხვათა შორის და ეს არის ახლა უკვე ისტორიული ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის და კანდიდატის სტატუსის სახით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უვიზო რეჟიმის მიღების დროს დავით ბაქრაძე, დადიოდა პირადად და ეხვეწებოდა  ევროპელებს, რომ როგორმე „ქართული ოცნების“ პირობებში უვიზო რეჟიმი არ მიეცათ საქართველოსთვის

„მინდა მთავარი ვთქვა - ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა პარლამენტმა, ჩვენმა გუნდმა გააკეთა მაქსიმუმი, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა რეალურად დაგვეახლოვებინა ევროპასთან. მინდა გამოვკვეთო რამდენიმე ძირითადი მიღწევა, რომელიც სწორედ ბატონი ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, ეს არის უვიზო რეჟიმი, რომლითაც ესენიც სარგებლობენ სხვათა შორის და ეს არის ახლა უკვე ისტორიული ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის და კანდიდატის სტატუსის სახით. შესაბამისად, მეგობრებო, თუ ამ პროცესში რაიმე ხელის შეშლა ყოფილა, ეს უკავშირდება ამათ მავნებლობას, დაწყებული უვიზო რეჟიმის მიღების დროს. ბატონი დავით ბაქრაძე, კაცი რომელიც პარლამენტის სპიკერი იყო და ამ სავარძელში იჯდა, დადიოდა პირადად, კანდელაკზე აღარ ვსაუბრობ, ყოველ უმსგავსობას, ათას ბრალდებას და ცილისწამებას ჩვენი ევროპელი მეგობრები მისგან იგებდნენ. ეხვეწებოდა, ემუდარებოდა ევროპელებს, რომ როგორმე ჩვენი მთავრობის დროს, „ქართული ოცნების“ პირობებში უვიზო რეჟიმი არ მიეცათ, დაესაჯათ საქართველო და ქართველი ხალხი, აი, ეს ხართ თქვენ, ეს არის მავნებლობა, ეს არის მტრობა ქვეყნის“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge