png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შეშფოთებული ვარ, რაც დღეს პარლამენტში მოვისმინე, მინდა გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი - ეს არ არის საქართველო, საგანგებოდ არის გაკეთებული თუ არა, უკვე ამ ყველაფერზე, პასუხი აღარ მაქვს - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.06.2022
  • 18:57
შეშფოთებული ვარ, რაც დღეს პარლამენტში მოვისმინე, მინდა გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი - ეს არ არის საქართველო, საგანგებოდ არის გაკეთებული თუ არა, უკვე ამ ყველაფერზე, პასუხი აღარ მაქვს - სალომე ზურაბიშვილი

მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმისგან, რაც პარლამენტში მოვისმინე. რაც დღეს დავინახეთ ეს არის იმის საწინააღმდეგო, რაც საზოგადოებამ აჩვენა, საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტი ამ განცხადებით გამოეხმაურა პარლამენტში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენას, რომელიც ხმაურის ფონზე წარიმართა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ სურს მათთან ყოფნა.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პარლამენტში გამოჩნდა დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, ერთმანეთის არმოსმენა.

„ერთი მხრივ მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი სათქმელი თქვას. ის, რაც ჩვენ ორშაბათს ვნახეთ ნამდვილად იყო საზოგადოების გამოხატულება. სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე, მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმისგან, რაც პარლამენტში მოვისმინე. რაც დავინახეთ ეს არის იმის საწინააღმდეგო, რაც საზოგადოებამ აჩვენა, საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა. დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, ერთმანეთის არმოსმენა, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ. ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც თუ რამე გამოსვლა ყოფილიყო, რომელიც გაგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და გზავნილს, რომ ჩვენ ჩვენ ყველაზე კარგები ვართ თურმე, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ არა. აბსურდი და შეურაცხმყოფელი იყო თავისი შინაარსით. შენ როცა ელოდები ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, სულ მცირე მოგეთხოვება ორი რამ – ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც მოეთხოვება ნებისმიერ ხელისუფლებას და მეორე, რომ შენ გაიგო შენგან რას ელოდებიან ის პარტნიორები, რომლებიც ზეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო ნება, კი ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას ჩვენ გავაანალიზებთ და მზად ვართ, ყველამ ერთად არაპოლარიზებულად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი, რომ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს, პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. ვინც მოუსმინა, მგონი გაოგნებულია დღევანდელი დღით. მეც ვარ გაოგნებული. მინდა აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლოების ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიეთ, საგანგებოდ არის გაკეთებული თუ არა, უკვე ამ ყველაფერზე პასუხი აღარ მაქვს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge