png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი ოკუპაციაა - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.06.2022
  • 21:14
ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი ოკუპაციაა - ღარიბაშვილი

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატო-ში გაწევრიანების "დამაბრკოლებელიო ბარიერი ოკუპაციაა".

"კარგად მოგეხსენებათ, რომ ნატო-ს წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე, ეს დამოკიდებულია ნატო-ს ყველა წევრის კონსესუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება, საერთო კონსესუსის გზით და ჩვენ კარგად გვესმის, რომ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი არის ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები.

არ მოეწონათ ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ 2007 წელს გავიდა რუსული ჯარი საქართველოდან, 2008 წელს, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა ლიდერები იძახდნენ, რომ რუსეთი არაფერ შუაშია, ჩვენ საქმე გვაქვს ოსეთთან, იქ კოდორს დაარქვეს ზემო-აფხაზეთი და რამდენიმე დღეში დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი საქართველოში.

2008 წლის შემდეგ, აქ რომ მეჯდა ვაჟბატონი, მეგის ქარდავასა და დათა ახალაიას მეგობარი აკო მინაშვილი, ამ ვაჟბატონს ხელი აქვს მოწერილი კაპიტულანტურ რეზოლუციაზე, სად არის თქვენი პროტესტი, რეზოლუციაში პირდაპირ ბრალი დასდეთ სამხედროებს ომის დაწყებაში, ამაზე ხელი მოაწერეს ვინ - სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შედეგად მივიღეთ დაკანონებული ოკუპაცია, რუსეთმა განათავსა ორი ბაზა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსეთის მხრიდან ჩვენი ძირძველი ტერიტორიების უკანონოდ აღიარება მოხდა, ამან საბოლოოდ ჩიხში შეიყვანა პროცესი, რომელიც უკავშირდება ნატოში ინტეგრაციას", - თქვა ღარიბაშვილმა.

21 ივნისს კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებამდე ტერიტორიული პრობლემები აქვს მოსაგვარებელი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge