png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვიმედოვნებ, ვეროკავშირში მომდევნო ასწლეულში მაინც გავწევრიანდებით - ალბანეთის პრემიერი

  • მსოფლიო
  • 23.06.2022
  • 21:18
ვიმედოვნებ, ვეროკავშირში მომდევნო ასწლეულში მაინც გავწევრიანდებით - ალბანეთის პრემიერი

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ იმედი გამოთქვა, რომ მისი ქვეყანა  მომდევნო ასწლეულში მაინც გახდება ევროკავშირის წევრი.

ამის შესახებ მან სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ჩვენი გზა, ეს არ არის საეჭვო. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში. ვიმედოვნებ, მომავალ საუკუნეში, ნამდვილად ვიქნებით მომდევნო ასწლეულში“, - განაცხადა რამამ.

მან გამოთქვა იმედგაცრუება, რომ 26 ქვეყანა ერთი წევრი სახელმწიფოს მძევალი აღმოჩნდა და ვერ შეძლო ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანებაზე მოლაპრაკებების დაწყების განბლოკვა. რამამ მოუწოდა ევროკავშირს  შეცვალოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რადგან ამჟამინდელი {პროცესი}, მისი თქმით, ევროკავშირისადმი ნდობას ძირს უთხრის.

„ნუ იქნებით მღვდლების კრება, რომელიც განიხილავს ანგელოზებს შორის სექსს, მაშინ როდესაც კონსტანტინოპოლი ნანგრევებად იქცევა“, - განაცხადა ალბანეთის პრემიერმა.

ევროკავშირის ლიდერები და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ხუთშაბათს ვერ შეთანხმდნენ ჩიხიდან გამოსვლაზე ევროკავშირში ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანების გაყინული პროცესთან დაკავშირებით.

23 ივნისს ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სამიტი, რომელზეც ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სერბეთის ლიდერები და მათი ევროპელი კოლეგები მონაწილეობდნენ.

ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები არიან.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge