png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფერ რუისპირში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება

  • ეკონომიკა
  • 24.06.2022
  • 12:13
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფერ რუისპირში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება

საქართველოს ბანკი ტურიზმის სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს და ამ მხრივ ახალი პროექტების განხორციელებას უჭერს მხარს. ბანკთან პარტნიორობით კახეთში, სოფელ რუისპირში, საერთაშორისო ბრენდის, მერკურის ქვეშ ახალი, 4 ვარსკვლავიანი, 48 ნომრიანი სასტუმრო აშენდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 8.6 მილიონ ლარია, რომლის 50% საქართველოს ბანკის მიერაა დაფინანსებული.

„საქართველოს ბანკთან 2020 წლიდან ვთანამშრომლობთ და ერთობლივი პარტნიორობის შედეგად კახეთში საერთაშორისო ბრენდის სასტუმროსაც გავხსნით 2023 წელს. სასტუმროში განთავსებული იქნება 48 ნომერი და 2 კოტეჯი, ტერიტორიაზე იქნება 2 საცურაო აუზი, სპა, სპორტული მოედნები და ველობილიკი. სასტუმრო ოპერირებას განახორციელებს საერთაშორისო ბრენდის „მერკურის“ ქვეშ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ სასტუმროს მშენებლობა პანდემიის პერიოდში დავიწყეთ და ამაში მხარდაჭერა საქართველოს ბანკმა გაგვიწია, რომ არ შეფერხებულიყო პროცესი და ამით ხელი არ შეგვშლოდა აქტიური ტურისტული სეზონისთვის მზადებაში. როგორც ჩვენი პარტნიორი, არც ჩვენ ვჩერდებით და უკვე გვაქვს სამომავლო გეგმები და ვაპირებთ კიდევ ერთი, ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას“,- განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ქოქოსაძემ.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით კიდევ ერთი, საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მოქმედი სასტუმრო გაიხსნება. ჩვენ ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ტურისტული პროექტების განხორციელებას. მით უფრო ახლა, როდესაც ტურიზმის სექტორი კვლავ ზრდად მაჩვენებელზეა. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2022 წლის მაისში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 228.5%-ით გაიზარდა და გვჯერა, რომ ეს სასტუმროც დიდ წვლილს შეიტანს ამ ციფრების ზრდაში. ასევე, ეკონომიკის გაჯანსაღებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და რეგიონის განვითარებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge