png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინელმა სამხედროებმა სევეროდონეცკის დატოვების ბრძანება მიიღეს - მედია

  • მსოფლიო
  • 24.06.2022
  • 13:25
უკრაინელმა სამხედროებმა სევეროდონეცკის დატოვების ბრძანება მიიღეს - მედია

ლუჰანსკის ოლქის სამხედრო სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრანულ ძალებს დიდი დანაკარგების გამო სევერდონეცკის დატოვება მოუწევთ. ამის შესახებ მან ტელერახ „დომის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შერყეულ პოზიციებზე მხოლოდ იმის გამო დარჩენა, რომ უბრალდ იქ იყო, აზრი არ აქვს, რადგან ყოველდღე გაუმაგრებელ ტერიტორიებზე დაღუპულთა რაოდენობა პროპორციულად იზრდება.

ის ამბობს, რომ აქედან გამომდინარე უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც სევეროდონეცკში იმყოფებიან, უბრძანეს გადავიდნენ ახალ პოზიციებზე, ახალ გამარგებულ რაიონებში და იქიდან აწარმოონ საბრძოლო მოქმედებები.

გამოცემა „ცენზორ.ნეტ“-ის რედაქტორი იური ბუტუსოვი, რომელიც სევეროდონეცკში იმყოფებოდა, ადასტურებს ქალაქიდან უკრაინელი სამხედროების უკან დახევას. „ფრონტის იმ მონაკვეთზე, სადაც მე ვიყავი, უკუსვლა დაბომბვის ქვეშ მიმდინარეობდა, მაგრამ უდანაკარგოდ... ჩვენ გამოვედით, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდებით“, - დაწერა ბუტუსოვმა სოციალურ ქსელში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა 24 ივნისს, დილით განაცხადა, რომ სევეროდონეცკში ბრძოლები გრძელდება.

ერთ-ერთი ბოლო წერტილი სევერდონეცკში, რომელსაც რუსები ვერ აკონტროლებენ, ქიმიური ქარხანა „აზოტია“. 23 ივნისს გაიდაიმ განაცხადა, რომ სამრეწველო ზონაში განადგურებულია დამცავი ნაგებობები, ამიტომ უკრაინელი სამხედროები, შესაძლოა, სხვა პოზიციებზე გადავიდნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge