png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან რვა წელი გავიდა, ეს ისტორიული თარიღია, ამას შემდეგ დაიწყო რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 27.06.2022
  • 12:04
ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან რვა წელი გავიდა, ეს ისტორიული თარიღია, ამას შემდეგ დაიწყო რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა - ღარიბაშვილი

დღეს არის საიუბილეო თარიღი. 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ევროკაშირთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა რამდენიმე ძირითად ხელშესახებ შედეგზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანამ მიიღო.

„ეს არის მართლაც ისტორიული თარიღი, როდესაც ქვეყანა გახდა ასოცირებული წევრი ევროკავშირის და რეალურად, მას შემდეგ დაიწყო რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. 8 წლის წინ მე მქონდა პატივი ჩვენი ქვეყნის სახელით ხელი მომეწერა ამ შეთანხმებაზე და მას შემდეგ, მინდა გამოვყო რამდენიმე ძირითადი ხელშესახები შედეგი, რომელიც ქვეყანამ მიიღო. პირველ რიგში, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც გვაქვს ჩვენ, ქვეყანას, ევროკავშირთან და მას შემდეგ ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს, ვაჭრობა იზრდება ევროკავშირში და ჩვენს მეწარმეებს გააქვთ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირში, ყოველგვარი ბარიერების გარეშე, ნულოვანი ბარიერის გარეშე. მეორე მთავარი მიღწევა, ეს არის უვიზო რეჟიმი. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე ქართული პასპორტით გადაადგილდება უვიზოდ ევროკავშირის ქვეყნებში, რაც, რა თქმა უნდა, ასევე, ძალიან ხელშესახები შედეგია და მესამე, ახლა უკვე ჩვენი ევროპელი ლიდერების მიერ აღიარებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ მათი გაცხადებული დაპირება, რომ ქვეყანა გახდება ევროკაშირის წევრი სახელმწიფო. ეს სამი ძირითადი მონაპოვარი, სულ რაღაც 8 წლის განმავლობაში, 10 წლის განმავლობაში, მოახერხა "ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესი იყო გაჭიანურებული წინა ხელისუფლების დროს. 

„მინდა ასევე შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესი იყო გაჭიანურებული წინა ხელისუფლების დროს. 3 წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ მოლაპარაკების პროცესი. აღარაფერს ვსაუბრობ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. ჩვენ დავიწყეთ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერით და მიღებით, მოპოვებით, უვიზო რეჟიმის მიღებით და ახლა უკვე შეგახსენებთ, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც ქვეყანას მიენიჭა. მჯერა, რომ ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ კანდიდატის სტატუსსაც და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. ეს არის რეალური, რაც ქვეყანამ შეძლო ჩვენი მმართველობის ქვეშ.
კიდევ ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პარტიის ინიციატივა იყო კონსტიტუციაში ჩაწერა, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრება. ეს განისაზღვრა კონსტიტუციის დონეზე, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, ორიენტაცია არის სწორედ ევროატლანტიკური. ეს, რა თქმა უნდა, ასევე, ჩვენი გუნდის დამსახურებაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge