png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბრიტანეთი საქართველოს, რუსეთის კიბერთავდასხმებისგან თავდაცვისთვის, 5 მილიონ ფუნტს გამოუყოფს

  • პოლიტიკა
  • 29.06.2022
  • 18:03
ბრიტანეთი საქართველოს, რუსეთის კიბერთავდასხმებისგან თავდაცვისთვის, 5 მილიონ ფუნტს გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთი საქართველოს 5 მილიონ ფუნტს გამოუყოფს, რუსეთის კიბერთავდასხმებისგან თავდაცვისთვის. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატოს მადრიდის სამიტზე განაცხადა.

ბრიტანეთის ფინანსური დახმარება არის საქართველოსთვის აღმოჩენილი კიბერმხარდაჭერის მორიგი ფაზა, რაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საშუალებას მისცემს, წარმოადგინოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია – გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას.

დიდი ბრიტანეთი ასევე უშუალოდ იმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კიბერთავდაცვისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

„ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს საქართველოს სუვერენული ინსტიტუტები მისი კიბერშესაძლებლობების გასაძლიერებლად. დიდი ბრიტანეთი იკავებს წამყვან პოზიციებს მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების სფეროში და დღეს გამოცხადებული მხარდაჭერა დაიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბრიტანეთს და ყველა სხვა დემოკრატიებს, რომლებსაც რუსეთის მტრობა ემუქრებათ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა ნატო-ს სამიტზე.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადების თანახმად, რუსეთი დიდი ხანია იყენებს საქართველოს, როგორც მისი კიბერშესაძლებლობების საცდელ ადგილს. ეს დაიწყო 2008 წელს, როდესაც მსოფლიოში პირველი კოორდინირებული კიბერშეტევები გამოიყენეს ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის დასაზიანებლად, ხოლო რუსეთმა განახორციელა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ანექსია.

განცხადების მიხედვით, უკრაინამ და საქართველომ განიცადეს რუსული სამხედრო აგრესიის საშინელი შედეგები – როგორც უშუალოდ მათ ტერიტორიებზე, ისე ირიბად კიბერ და სხვა თავდასხმების საშუალებით – ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში.

ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი 2018 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთან, უწევს ტრენინგს და მხარდაჭერას ქვეყნის კიბერშესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge