png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არახამია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა რადიკალური დაპირისპირების ფორმატში მოექცეს - ვოლსკი

  • პოლიტიკა
  • 25.07.2022
  • 15:31
არახამია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა რადიკალური დაპირისპირების ფორმატში მოექცეს - ვოლსკი

დავით არახამია ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არათუ გაფუჭდეს, არამედ რადიკალური დაპირისპირების ფორმატში მოექცეს, - მის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„აკურატულად“ რომ ვილაპარაკოთ, სანქციები აღარ იქნებაო? – დავით არახამია იჩემებს, რომ ქართული სულისა და ქართული ენერგეტიკის მატარებელი ადამიანია, მაგრამ ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არათუ გაფუჭდეს, არამედ რადიკალური დაპირისპირების ფორმატში მოექცეს. საქართველო უკრაინელ ხალხს ყოველთვის გვერდით ედგა და რესურსების მაქსიმუმს აკეთებს, რომ უკრაინას დაეხმაროს, არახამია კი, ამოვარდნილია ყველანაირი ფორმატიდან, რასაც ჰქვია ქართულ-უკრაინული ურთიერთობები და უკრაინის ინტერესები.

არახამია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ელემენტი და შემადგენელი ნაწილი, სწორედ იმას ახმოვანებს, რაც ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება. არახამიას შეძახილით, მისი გაფრთხილებით ან ლოიალობით სანქციები არც წესდება და არც მისი პრევენცია ხდება, ის იმ ფორმატშია მოქცეული, რასაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს. ის არის მისი ნაწილი და მოქმედებს ქართულ-უკრაინული ინტერესების საწინააღმდეგოდ.

არახამია მხოლოდ ერთადერთი არ არის, იგივე განცხადებები აქვთ ადამინისტრაციასთან დაახლოებულ ბევრ პირს და ასეთი ცოდვა აქვს ზელენსკისაც დაშვებული, როდესაც მან ქართველი ხალხი, მთავრობა ერთმანეთისგან გამიჯნა და ხალხს მინიშნებით დაპირისპირებისკენ მოუწოდა იმ მიტინგზე ჩართვისას, სადაც სახელმწიფო გადატრიალების თემის გარშემო იმართებოდა. ახლახან სრულიად უტიფარი განცხადება მოვისმინეთ, რომელიც საქართველოში უკრაინის წარმომადგენელმა გააკეთა, რომ საქართველომ უკრაინას მეტი მხარდაჭერა უნდა გაუწიოს. პირდაპირ იყო მინიშნება, რომ ეს დახმარება საომარ მოქმედებებში უნდა გადავიდეს, თუმცა ზუსტად იცის, რომ საქართველოში უკრაინის მოქალაქეები სარგებლობენ მრავალმილიონიანი დახმარებით, ჩვენი მხარდაჭერით. არც ერთი პოლიტიკური დონე არ დარჩა, სადაც საქართველომ უკრაინის მიმართ აშკარა მხარდაჭერა არ გამოხატა იმ პირობებში, როცა საქართველოს რუსეთის მიმართ აქვს დაპირისპირება, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოების დონეზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის გარდა მის ბიზნესგარემოცვას და პოლიტიკოსებსაც შეეხება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge