png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

Credit Suisse-ის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

  • მსოფლიო
  • 27.07.2022
  • 16:21
Credit Suisse-ის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თომას გოთშტაინმა თანამდებობა დატოვა.

ბანკის ახალ აღმასრულებელ დირექტორად ულრიხ კიორნერი დაინიშნა, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას 1-ლი აგვისტოდან შეუდგება.

ამავდროულად, შვეიცარული ფინანსური ინსტიტუტი ყოვლისმომცველი სტრატეგიულ მიმოხილვას აანონსებს.

როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, ყოვლისმომცველი სტრატეგიულ მიმოხილვა განპირობებულია სხვადასხვა მიზნით. კერძოდ, მოქნილი ჯგუფის ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად დაბალი აბსოლუტური ხარჯების ბაზით, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს მდგრადი ანაზღაურება ყველა დაინტერესებული მხარისთვის და პირველი კლასის მომსახურება კლიენტებისთვის;  მსოფლიო დონის გლობალური სიმდიდრის მართვის ფრენჩაიზი გაძლიერება და სხვა.


შეგახსენებთ, Credit Suisse-თან რამდენიმე დავა აქვს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. ერთ-ერთი დავა, რომელიც ბანკის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარულს თანხებს უკავშირდებოდა, ივანიშვილმა მარტში მოიგო, რის შედეგადაც, ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბანკს ივანიშვილის სასარგებლოდ, 500 მლნ დოლარის გადახდა დაეკისრა.

ბიძინა ივანიშვილი 2011 წლიდან ედავება Credit Suisse-ს ბანკის თანამშრომლის მიერ მითვისებული თანხის დასაბრუნებლად.

იმ დროისთვის ბიძინა ივანიშვილი კერძო საბანკო მომსახურების სფეროში Credit Suisse-ის კლიენტი იყო. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკის თანამშრომელი პატრის ლესკოდრონი იპარავდა დიდძალ თანხას შვეიცარული ბანკის კონფიდენციალური ანგარიშებიდან, მათ შორის ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის ვიტალი მალკინის ანგარიშებიდან.

შვეიცარიული მარეგულირებელი Finma-ს მამხილებელი ანგარიშის თანახმად, რომელიც მოულოდნელად გამოქვეყნდა გასული წლის თებერვალში, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები მრავალი გაფრთხილებისა და ასობით საეჭვო ტრანზაქციის მტკიცებულების, ასევე ოთხი ფორმალური დისციპლინური სამართალწარმოების მიუხედავად.

ივანიშვილმა რამდენიმე საჩივარი შეიტანა შვეიცარიაში და უჩივლა Credit Suisse-ის ბერმუდის შვილობილ კომპანიას სასამართლო პროცესზე გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში ქვეყნის უზენაეს სასამართლოში.

Credit Suisse დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი იყო წარმატებული თაღლითი ოპერატორი, რომელიც დაუღალავად მუშაობდა ზემდგომებისა და კოლეგებისგან თავისი უკანონო საქმიანობის დასამალად. თავად პატრის ლესკადრონი 2018 წელს სისხლის სამართლის წესით გასამართლდა და 2020 წელს ვადამდელი გათავისუფლების შემდეგ, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ბანკი, შვეიცარიაში განხილულ საქმეში ლესკოდრონის წინააღმდეგ, აღიარებული იქნა დაზარალებულ მხარედ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge