png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვისურვებდი, უფრო მეტი ღიაობა იყოს დეგნანისა და ივანიშვილის შეხვედრის შესახებ ან ერთი ან მეორე მხრიდან - ზარქუა

  • პოლიტიკა
  • 27.07.2022
  • 17:05
ვისურვებდი, უფრო მეტი ღიაობა იყოს დეგნანისა და ივანიშვილის შეხვედრის შესახებ ან ერთი ან მეორე მხრიდან - ზარქუა

ვისურვებდი, უფრო მეტი ღიაობა იყოს ამ შეხვედრის შესახებ ან ერთი ან მეორე მხრიდან, - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ბიძინა ივანიშვილის დღეს გავრცელებული წერილის შეფასებისას.

"მეც წავიკითხე ეს წერილი. ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი, რადგან ამ შეხვედრის შესახებ, რომელზეც ბატონი სოზარი, ბატონი ხუნდაძე და ბატონი ყაველაშვილი სვამდნენ კითხვას, ელჩმა უპასუხა, რომ არ იყო ეს შეხვედრა. ბატონმა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ნამდვილად იყო და თურმე სამ საათსაც კი გრძელდებოდა. აქედან გამომდინარე, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ვისურვებდი, უფრო მეტი ღიაობა იყოს ამ შეხვედრის შესახებ ან ერთი ან მეორე მხრიდან. რა თემებზე იყო საუბარი, ამ თემებსაც თუ იტყვიან, ძალიან კარგი იქნება. როგორც ჩანს, ნამდვილად იყო ეს შეხვედრა.

ზოგადად, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ძალიან ვუფრთხილდებით. ის, რაც არის კულუარული და შიდა ინფორმაცია, არ გამოგვაქვს გარეთ და არც მინდა, რომ ამ სიღრმეში შევიდე ახლა, რაღაც განხილვები მოვაწყო აქ. მგონია, რომ ამ წერილით ძალიან ბევრი ითქვა და დანარჩენი უკვე, ჩვენი ამომრჩეველი იქბება, თუ მცხოვრებელი, თავიანთ დასკვნებს გამოიტანენ. ვისურვებდი, რაღაც კითხვები რომ არ დარჩეს, ორივე მხრიდან უფრო მეტი სიცხადე იყოს შეტანილი. მე პირადად, არ მაქვს სურვილი, რომ ჩემი მხრიდან იყოს ეს გაჟღერებული. თვითონ უნდა გადაწყვიტონ რა და როგორ, მაგრამ ფაქტია, ეს შეხვედრა შედგა და ამასთან დაკავშირებით დაველოდებით საელჩოს განცხადებას", - თქვა ზარქუამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge