png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბლინკენი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების წინააღმდეგია

  • მსოფლიო
  • 30.07.2022
  • 13:19
ბლინკენი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების წინააღმდეგია

New York Times-ის ცნობით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, მიუხედავად კონგრესის მოთხოვნისა, მზად არ არის მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ.

გამოცემის თანახმად, ბლინკენი შიშობს, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება ვაშინგტონს იძულებულს გახდის სანქციები დაუწესოს თავის ზოგიერთ მოკავშირეს, რომელიც რუსეთთან საქმიან კავშირს ინარჩუნებს.

გარდა ამისა, ბლინკენის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ,  რუსეთთან დიპლომატიური კავშირების შენარჩუნება, თუნდაც ამჟამინდელ მინიმალურ დონეზე, პრობლემური გახდება.

"ფასი, რომლის გადახდაც ჩვენ და მოკავშირეებმა ვაიძულეთ რუსეთს, უდრის იმას, რაც შედეგად მოჰყვება რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას. ანუ პრაქტიკული შედეგები იგივეა", - ამბობს ბლინკენი.

28 ივლისს სენატმა მიიღო რეზოლუცია, რითაც მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ჩადენილი ქმედებებისთვის, რამაც გამოიწვია "უამრავი უდანაშაულო კაცის, ბავშვისა და ქალის დაღუპვა".

სენატის რეზოლუცია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. საბოლოო გადაწყვეტილებას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ სახელმწიფო მდივანი იღებს.

თუმცა, ამავდროულად, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც, მიღების შემთხვევაში, დაავალდებულებს ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას.

გასულ კვირას, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გააფრთხილა მდივანი ბლინკენი, რომ თუ ის არ გამოაცხადებდა რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, ამას კონგრესი გააკეთებდა.

ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების ნუსხას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ნუსხაში შეყვანის შემდეგ, სახელმწიფოს უწესდება მთელი რიგი შეზღუდვებისა, რომელიც მოიცავს აშშ-ისგან დახმარების მიღებისა და სამხედრო პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვას, ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე კონტროლს და სხვადასხვა ფინანსურ თუ სხვა სახის შეზღუდვებს.

ამასთან, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, უჩივლონ რუსეთის მთავრობას აშშ-ს სასამართლოებში და მიიღონ კომპენსაცია ჩამორთმეული რუსული სახელმწიფო აქტივებიდან.

ამ დროისთვის სიაში ოთხი სახელმწიფოა: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge