png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის – 7 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება

  • პოლიტიკა
  • 01.08.2022
  • 17:06
 იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის – 7 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება

7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე პირველი სკოლის წინ, 21:00-ზე გამართება აქცია - "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის".

აქციის ორგანიზატორები არიან ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და აფხაზთა კრება.

რუსთაველზე, აქციაზე ნაჩვენები იქნება ფილმი, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს.

ორგანიზატორთა თქმით, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა ნახევარი სიმართლით არ გამოვა. წარსულ, აწმყო და მომავალ თაობათა წინაშე ვალად გვადევს, ვთქვათ სრული სიმართლე რუსეთის შესახებ, რუსეთმა აფხაზეთში ქართველების გენოციდი მოაწყო.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მტერი, ჩვენი გარე მტერი, პუტინის რუსეთი მხოლოდ იარაღით არ გვიპირისპირდება. იარაღი და ძალადობა მათი მთავარი ინსტრუმენტია, თუმცა ამავე დროს ცდილობს მორალურად გაგვტეხოს. ამას აკეთებს საკუთარი პროპაგანდითა და სამწუხაროდ ჩვენივე დღევანდელი ივანიშვილის რეჟიმის ხელით. ცდილობს, რომ საზოგადოებას აერიოს ერთმანეთში მტერი და მოყვარე, დაივიწყოს თუ ვინ არის ბოროტება, ვინ არი მტერი. ეს არის ჩვენთვის ყველაზე სახიფათო ამბავი, იარაღზე უფრო სახიფათოც კი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ საკუთარ თავს შევახსენოთ, თუ რამხელა ბოროტებასთან გვაქვს საქმე, როცა საბჭოთა, პოსტსაბჭოთა ან პუტინის რუსეთზე ვსაუბრობთ. ეს არის ქვეყანა, რომლის ამოცანაც არის ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი სახელმწიფოს განადგურება. ამას უნდა დავუპირისპიროთ მყარი პოზიცია და სიცხადე.

ამიტომ არის მორალურად, პოლიტიკურად და პრაგმატულად მნიშვნელოვანი, რომ დღეს, როცა თავისუფალი სამყარო დაგვიანებით, თუმცა აფასებს ამ საფრთხეს ადეკვატურად, ვაქციოთ ქართველების გენოციდი აფხაზეთში, როგორც შიდა, ასევე გარე ასპარეზზე მნიშვნელოვან საკითხად.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge