png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრაინერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

  • მსოფლიო
  • 04.08.2022
  • 20:39
რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრაინერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ხიმკის საქალაქო სასამართლომ რუსეთში დაკავებული ამერიკელი კალათბურთელი, კალათბურთში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბრიტნი გრაინერი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების შენახვასა და კონტრაბანდაში. იტყობინება სააგენტო „ინტერფაქსი“.

სასამართლომ გრაინერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატიმრობის ვადას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გრაინერი საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

2022 წლის 17 თებერვალს გრაინერი ნიუ-იორკიდან მოსკოვში ჩაფრინდა, სადაც შერემეტევოს აეროპორტში დააკავეს.

რუსეთის საგამოძიძებო უწყების ცნობით, კალათბურთელის ბარგში ელექტრონული სიგარეტის ჰაშიშის ზეთის კარტრიჯები აღმოაჩინეს. ნივთიერება აკრძალულია რუსეთში, თუმცა ლეგალურია აშშ-ის ზოგიერთ შტატში. კალათბურთელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით აღიძრა.

5 ივლისს გრაინერმა ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიწერა წერილი და სთხოვა "ყველაფერი გააკეთოს" მისი გათავისუფლებისთვის.

7 ივლისს გრაინერმა ბრალი აღიარა, თუმცა დასძინა, რომ დანაშაულის ჩადენისა და ნარკოტიკების ტრანსპორტირების განზრახვა არ ჰქონია.

მაისში შეერთებულმა შტატებმა გრაინერი "უკანონოდ დაკავებულად" აღიარა და მისი საქმე მძევლების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს გადასცა.

სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთში უკანონოდ დაკავებულ ამერიკელთა სამშობლოში დაბრუნებაზე მეტად პრიორიტეული ამოცანა არ არსებობს.

27 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც, რუსეთი და შეერთებული შტატები განიხილავენ პატიმრების გაცვლას. ამ გეგმის ფარგლებში, შეერთებული შტატები ითხოვს ბრიტნი გრაინერისა და კიდევ ერთი ამერიკელი პატიმრის პოლ უილენის გაცვლას, რომელიც გასამართლებულია ჯაშუშობის მუხლით. სანაცვლოდ, ვაშინგტონი მოსკოვს რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გადაცემას სთავაზობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge