png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კახა ოქრიაშვილი რუს ვიზიტორებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • პოლიტიკა
  • 08.08.2022
  • 20:39
კახა ოქრიაშვილი რუს ვიზიტორებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„პროგრესი და თავისუფლების„ ლიდერი კახა ოქრიაშვილი რუს ვიზიტორებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსდაც გთავაზობთ უცვლელად:

„მსურს, რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია სულ რამდენიმე პუნქტით გაგაცნოთ:

ვიზიტორი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ან დარღვეული აქვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი, არ უნდა დაიშვებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ტურისტული მიზნით შემოსული მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ შემცირდეს 60-90 დღემდე, როგორც ერთი ვიზიტისას, ისე ჯამურად, კალენდარული წლის განმავლობაში - ნაცვლად უწყვეტი ერთი წლისა, როგორც ეს 2015 წლიდან დღემდე მოქმედებს. 

სამუშაო ვიზის გაცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეზე უნდა ხდებოდეს სპეციალური პროცედურით, რომელმაც უნდა ცხადყოს, რომ ამ პირისთვის საქართველოში მუშაობის უფლების მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვისაც საჭიროებას წარმოადგენს.

ბინადრობის უფლების გაცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე უნდა განხორციელდეს სპეციალური, არაგამარტივებული მექანიზმით, რომელიც დაადასტურებს ამ პირის ლოიალურობას ჩვენი სახელმწიფოსადმი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ბინადრობის გაუქმება კი უნდა ხდებოდეს ავტომატურ რეჟიმში, ნებისმიერი, მათ შორის სიტყვიერი ქმედებისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

სწორედ ამ ოთხ პრინციპზე დაყრდნობით უნდა შემუშავდეს ახალი კანონმდებლობა, რომელიც ერთის მხრივ, დაადასტურებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ლოიალურობას საქართველოს სუვერენიტეტისა და კონსტიტუციის მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის რეალურ ამოქმედებას“, - წერია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge