png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კრემლი არ დაადანაშაულებს უკრაინას ყირიმში მომხდარ აფეთქებებში, რადგან ამით თავისი საჰაერო თავდაცვის უძლურების აღიარება მოუწევს - ISW

  • მსოფლიო
  • 10.08.2022
  • 10:49
კრემლი არ დაადანაშაულებს უკრაინას ყირიმში მომხდარ აფეთქებებში, რადგან ამით თავისი საჰაერო თავდაცვის უძლურების აღიარება მოუწევს - ISW

ამერიკის ომის შემსწავლელ ინსტიტუტში (ISW) აცხადებენ, რომ კრემლი უკრაინას, ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროდრომის დაბომბვაში ვერ დაადანაშაულებს, რადგან ეს იქნება რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების არაეფექტიანობის მტკიცებულება, როგორც ეს უკვე მოხდა რუსული კრეისერის "მასკვას" ჩაძირვის დროს.

„ორ განსხვავებულ ადგილზე აფეთქებების ერთდროულობა, სავარაუდოდ, გამორიცხავს შემთხვევითი ცეცხლის ოფიციალურ რუსულ ვერსიას, მაგრამ არ გამორიცხავს არც დივერსიას და არც შორი მანძილის სარაკეტო დარტყმას, ამბობენ", - ISW-ის ექსპერტები.

ISW წერს, რომ უკრაინამ, შესაძლოა, "ნეპტუნის" ტიპის რაკეტების მოდიფიცირება მოახდინა სახმელეთო გამოყენებისთვის (როგორც რუსებმა გააკეთეს ხომალდსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებთან დაკავშირებით), მაგრამ ამ ჰიპოთეზის დამადასტურებელი მტკიცებულება ამ დროისთვის არ არსებობს.

შეგახსენებთ, როდესაც „ნეპტუნის“ ტიპის უკრაინულმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებმა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მასკვას“ დაარტყეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ იქ „ტყვიაწამალი აფეთქდა“.

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ავიაბაზაზე აფეთქებები გუშინ, 9 აგვისტოს მოხდა. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, დაშავებულია ხუთი ადამიანი. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ეს არ არის უკრაინული მხრიდან თავდასხმა და აფეთქება ბაზაზე, იარაღის საწყობში მოხდა.

აფეთქებები ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ბაზაზე, ქალაქ ნოვოფედოროვკის მახლობლად მოხდა. იქ განლაგებულია რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 43-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკი, რომელიც ძირითადად შედგება Su-30SM, Su-33 თვითმფრინავებისა და Su-24M ბომბდამშენებისგან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge