png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თურქეთმა რუსული ნავთობის იმპორტი გააორმაგა

  • მსოფლიო
  • 22.08.2022
  • 20:54
 თურქეთმა რუსული ნავთობის იმპორტი  გააორმაგა

უკრაინაში ომის გაჩაღების გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფართომასშტაბიანი სანქციების ფონზე, მიმდინარე წელს თურქმეთმა რუსული ნავთობის იმპორტი გააორმაგა. იტყობინება სააგენტო Reuters-ი.

თურქეთში რუსეთიდან ყოველდღიურად 200 ათას ბარელზე მეტი ბარელი მიედინება, მაშინ როდესაც შარშან, ეს მაჩვენებელი ანალოგიურ პერიოდში 98 ათას ბარელს შეადგენდა.

თურქეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა Tüpraş-მა და STAR-მა წელს მნიშვნელოვნად გაზარდეს რუსული ნავთობის Urals-ისა და Siberian Light-ის შესყიდვები, მაშინ როდესაც შეამცირეს ჩრდილოეთის ზღვის, ერაყისა და დასავლეთ აფრიკის პროდუქციის შესყიდვები.

STAR-ი წლის დასაწყისიდან დაახლოებით დღეში 90 000 ბარელ რუსულ ნედლეულს ყიდულობს, შარშანდელ 48 ათას ბარელთან შედარებით. Tüpraş-ი დღეში დაახლოებით 111 ათას ბარელს, შარშანდელ 45 ათას ბარელთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომს, უარს ამბობს რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. მეტიც, ანკარა რუსეთსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ესწრაფვის.

Financial Times-ის ცნობით, დასავლეთის ქვეყნები არ გამორიცხავენ თურქეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების შემოღებას რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების ფონზე.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ვაშინგტონმა შესაძლოა, მოსთხოვოს ამერიკულ კომპანიებს, გავიდნენ თურქეთიდან, თუ ანკარა მოსკოვთან დაახლოებას გააგრძელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge