png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მარნეულში მარცვლეულის წარმოება იზრდება

  • ბიზნესი
  • 26.08.2022
  • 11:53
 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მარნეულში მარცვლეულის წარმოება იზრდება

საქართველოს ბანკი, როგორც აგრო მიმართულების პროექტების მხარდამჭერი, აგრძელებს რეგიონებში ბიზნესის გაძლიერებას. ამ მიზნით და ბანკის დაფინანსებით კომპანია „ლომთაგორა“-მ ბანკთან პარტნიორობის შედეგად, მარნეულის რაიონის სოფელ იალღუჯაში, მარცვლეულის წარმოება 40%-ით გაზარდა.

„ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოვახერხეთ კომბაინის და საბრუნავი პროდუქციის შეძენა. ჩვენ ვაწარმოებთ, როგორც სიმინდს, ისე, ხორბალს, რომლის რეალიზებასაც ადგილობრივ ბაზარზე ვახორციელებთ. ბანკის დახმარებით მეტი მარცვლეულის წარმოება გადავწყვიტეთ, რადგან ქვეყანაში საკმარისი ოდენობის პროდუქტი სამწუხაროდ არ იწარმოება. სამომავლოდ ვგეგმავთ დამატებით კიდევ 100% გავზარდოთ წარმოება და სრულად ავითვისოთ ის ფართობი, რომელიც ჩვენს საკუთრებაშია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, კახა ლაშხი.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მთელი საქართველოს მასშტაბით განვახორციელოთ აგრომიმართულების პროექტები. საქართველოს ბანკი ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს რეგიონებში ისეთ ბიზნესს, რომელიც არ ჩერდება და სამომავლოდ განვითარებაზე ფიქრობს. ასეთია ჩვენს მიერ დაფინანსებული კომპანია, რომელიც მარცვლეულის საწარმოებლად დამატებით ფართობის სრულად ათვისებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ აგრო დაფინანსების მიმართულებით საქართველოს ბანკში შექმნილია კომპეტენციის ცენტრი, სადაც თვალყურს ადევნებენ დარგის ტენდენციებს და კვალიფიციური კადრები ბიზნესებს შესაბამის დახმარებას უწევენ, გასცემენ სასარგებლო რჩევებს მიზნობრივი დაფინანსებისა თუ სპეცპროექტის სწორად შერჩევისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მარცვლეულის ბიზნესის მხარდაჭერას, რათა გავზარდოთ ქვეყანაში შიდა წარმოების ხელშეწყობა“, - განაცხადა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge