png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პარლამენტმა ფარული მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

  • პოლიტიკა
  • 06.09.2022
  • 19:53
 პარლამენტმა ფარული მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" პრეზიდენტის ვეტო 79 ხმით დაძლია.

პლენარულ სხდომაზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების" შესახებ იმსჯელეს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, მიღებული კანონპროექტი მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს.

"სამწუხაროა, რომ მაშინ, როდესაც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების გაცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრი პირველად იმყოფება ბრიუსელში და აწარმოებს მოლაპარაკებებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე, იმავე დროს პარლამენტი აპირებს დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და საბოლოოდ მიიღოს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მომავალს. იზრდება სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელთა მიმართებითაც შესაძლებელია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ასევე იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები"- აღნიშნა მომხსენებელმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არც კომიტეტის სხდომაზე და არც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე არ ყოფილა წარდგენილი. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იყო არაერთი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

"პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს ვეტოს უფლება, თუმცა ეს არ არის ლიტონი სიტყვები. კანონმდებლობა ავალდებულებს პრეზიდენტს, რომ პარლამენტს წარუდგინოს მოტივირებული შენიშვნები. კონსტიტუციურ სამართალში ეს აღიარებული აქსიომაა, რომ ამ შემთხვევაში აქ ხდება არა მხოლოდ ფარატინა ქაღალდის გამოგზავნა პარლამენტში, არამედ, საუბარია მოტივირებულ შენიშვნებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. სუსპენზიური შეყოვნებითი ვეტოს უფლება, როდესაც პრეზიდენტს შეუძლია შეაჩეროს კანონის ამოქმედება, დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს და პარლამენტმა შემდგომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე. ეს არის კონსტიტუციური დოგმა და საკანონმდებლო მოთხოვნა, რაც პრეზიდენტმა და მისმა წარმომადგენლობამ ელემენტარულ დონეზეც ვერ უზრუნველყვეს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტის განხილვების დროს ინიციატორებმა გაითვალისწინეს გამოთქმული შენიშვნები.

"სახელმწიფომ რაღაც ეტაპზე მიიჩნია, რომ ტერორიზმთან ერთად ფარული საგამოძიებო მოქმედება დაშვებული უნდა იყოს ისეთ დანაშაულებთანაც, როგორიცაა, მაგალითად, ეთნიკური შუღლის გაღვივებასთან დაკავშირებული დანაშაული. თუკი პრეზიდენტის მხრიდან იქნებოდა განსხვავებული შეხედულება რომელიმე კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ეს არის ამისთვის ერთადერთი ადგილი (პარლამენტი), თუმცა უნდა იყოს მოტივირებული შენიშვნების სახით და არა ზოგადი „მოტივირებული შენიშვნები" და ასეთი უშენიშვნო იყოს „მოტივირებული შენიშვნები". ინიცირებულ ვერსიაში 20 მუხლით მეტი იყო გათვალისწინებული, რაზეც საგამოძიებო მოქმედება უნდა დაშვებულიყო. ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ არ იქნება მართებული ეს დანარჩენ 20 მუხლზე გავრცელდეს", -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" პრეზიდენტის ვეტო 79 ხმით დაძლია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge