png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმებას 12 სექტემბრიდან შეაჩერებს

  • მსოფლიო
  • 06.09.2022
  • 22:00
 ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმებას 12 სექტემბრიდან შეაჩერებს

ევროკომისიამ დააკმაყოფილა ინიციატივა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების სრული შეჩერების თაობაზე. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა განაცხადა.

"რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ მარტივი წვდომა ევროკავშირის ტერიტორიაზე. ტურიზმი არ არის ფუნდამენტური უფლება. დღეს ევროკომისიამ მიიღო ინიციატივა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების სრული შეჩერების თაობაზე", - განაცხადა იოჰანსონმა.

სავარაუდოდ, უახლოესი კვირის განმავლობაში ევროკავშირის საბჭო დააკმაყოფილებს ამ ინიციატივას, 12 სექტემბრიდან კი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ახალი სავიზო რეჟიმი ამოქმედდება. გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმება ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის აღების დროს საკონსულო მოსაკრებელი 35-დან 80 ევრომდე გაიზრდება. გარდა ამისა, გაიზრდება წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, ვიზების გაფორმებისა და გაცემის ვადები.

სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების გაუქმებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოეხმაურა.

"რუსეთთან უკვე აღარ შეიძლება საქმის ჩვეულებრივად წარმოება. გამოვდივართ წინადადებით, მთლიანად შეწყდეს ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის მოქმედება და არ იქნეს აღიარებული უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტები. სავიზო რეჟიმის გამარტივება ნიშანია ნდობისა, რომელიც მთლიანად დაანგრია რუსეთის აგრესიულმა ომმა", - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა "ტვიტერში".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge