png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აშშ 2 მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინისთვის, საქართველოსა და კიდევ 17 ქვეყნისთვის

  • პოლიტიკა
  • 08.09.2022
  • 15:47
აშშ 2 მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინისთვის, საქართველოსა და კიდევ 17 ქვეყნისთვის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია. იუწყება Associated Press-ი.

ეს ბლინკენის მეორე ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო.

მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტისას შეერთებული შტატების მხრიდან მორიგი ფინანსური დახმარების შესახებ განაცხადა.

როგორც Associated Press-ი წერს, ენტონი ბლინკენმა უკრაინელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია 2 მილიარდი დოლარის გრძელვადიან სამხედრო დაფინანსებას გამოუყოფს უკრაინას და მის თვრამეტ მეზობელს, მათ შორის ნატოს წევრებსა და რეგიონული უსაფრთხოების პარტნიორებს, რომლებიც "მაღალი რისკის ქვეშ არიან პოტენციური რუსული აგრესიის წინაშე".

2 მილიარდი დოლარიდან დაახლოებით 1 მილიარდი უკრაინას გადაეცემა, ხოლო დანარჩენი განაწილდება 18 ქვეყანას შორის. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, კოსოვო, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.

ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინისთვის მორიგი 675 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცების შესახებ განაცხადა.

ახალი პაკეტი მოიცავს საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) ჭურვებსა და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებსა და აღჭურვილობას.

დღეს, გერმანიაში რამშტაინში მდებარე ამერიკულ საავიაციო ბაზაზე გაიმართა საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ნატო-ს და მსოფლიოს სხვა ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც ესწრებოდა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 12.9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge