png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბიძინა ივანიშვილს ნული კავშირი აქვს რუსეთთან - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 09.09.2022
  • 18:50
ბიძინა ივანიშვილს ნული კავშირი აქვს რუსეთთან - ირაკლი კობახიძე

ფაქტი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ნული კავშირი აქვს რუსეთთან. ნებისმიერ პირს, რომელიც არის ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებული, აქვთ ნულოვანი კავშირი რუსეთთან, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არავითარი სანქციის შიშით ქვეყანას ომში არ ჩართავენ.

"ევტუშენკოვი არის ბაიდენის პარტნიორი, ბაიდენის შვილის ბიზნესპარტნიორი და სწორედ ამიტომ არ არის სანქცირებულთა სიაში. ამერიკას არ დაუსანქცირებია, რადგან არის ბაიდენის შვილის ბიზნესპარტნიორი. განსაკუთრებულ ეჭვებს ბადებს ის, თუ რატომ განახორციელა მან ზარი და რატომ გაუმჟღავნა შემდეგ ეს ზარი იმ ტელევიზიებს, რომლებიც პირდაპირ „ნაცმოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული. ჩვენ საფუძვლიანი ეჭვები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. მაგრამ თვითონ ევტუშენკოვი როდესაც არ არის სანქცირებული ამერიკის მიერ და როდესაც ის არის პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებული პირი, სასაცილოა, ეს ზარი გახდეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საფუძველი. არის რაღაც ზარი განხორციელებული, ეს ზარი ავთენტურიც რომ იყოს, ზარი განხორციელებულია ძველი ნაცნობობის გათვალისწინებით და პრაქტიკულად არაფერზეა საუბარი იქ, რაც შეიძლება, იყოს დაკავშირებული სანქციების გვერდის ავლასთან და ასე შემდეგ. ამიტომ არავითარი ფაქტი, არავითარი მტკიცებულება რუსეთთან კავშირების თაობაზე არ არსებობს. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი განცხადება, გინდა „ვაშინგტონ პოსტში“ დაიბეჭდოს და გინდა ნებისმიერ სხვა მედიასაშუალებაში, ნულოვანი ფასის მატარებელია, თუ ფაქტებით არ არის გამყარებული.

საზოგადოება ხომ ყველაფერზე მსჯელობს, საზოგადოებას რომ ჰქონდეს ეს განცდა, ამ შემთხვევაში, 47 პროცენტი არ მოგვცემდა ხმას ბოლო არჩევნებზე. საზოგადოება აფასებს ყველაფერს. საზოგადოებას ის კი არ აინტერესებს, ვიღაცა რა ფულს დაწერს თუნდაც ძალიან პრესტიჟულ მედიასაშუალებაში, საზოგადოებას აინტერესებს სიმართლე და აინტერესებს ფაქტები. საზოგადოებამ იცის ფაქტები და ფაქტი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ნული კავშირი აქვს რუსეთთან. ნებისმიერ პირს, რომელიც არის ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებული, აქვთ ნულოვანი კავშირი რუსეთთან. ეს არის ფაქტები და საზოგადოება ზუსტად ამიტომ უჭერს დღეს მხარს ხელისუფლებას. დანარჩენი არის ტყუილი და ეს ტყუილი რა დონეზე იქნება გაჟღერებული, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge