png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ვდებ პირობას, რომ იმ დარჩენილი დროის განმავლობაში, რომელიც უფალმა მიბოძა, დავიცავ საკონსტიტუციო პრინციპებს - მეფე ჩარლზ მესამე

  • მსოფლიო
  • 09.09.2022
  • 22:49
ვდებ პირობას, რომ იმ დარჩენილი დროის განმავლობაში, რომელიც უფალმა მიბოძა, დავიცავ საკონსტიტუციო პრინციპებს - მეფე ჩარლზ მესამე

გაერთიანებული სამეფოს ახალმა მონარქმა, მეფე ჩარლზ მესამემ სახელმწიფოს მეთაურის რანგში პირველად მიმართა ბრიტანელ ერს.

თავისი მიმართვა ჩარლზმა დედოფლისადმი პატივის მიგებით დაიწყო. მან მადლობა გადაუხადა დედას, ელისაბედ მეორეს, "რომელმაც მთელი ცხოვრება თავისი ხალხის სამსახურს მიუძღვნა".

მისი თქმით, დედოფალი იყო შთაგონების წყარო და მაგალითი მისთვის და მთელი სამეფო ოჯახისთვის.

მისივე თქმით, დედოფლისადმი გამოხატული სიყვარული, აღტაცება და პატივისცემა მისი ხანგრძლივი მმართველობის სიმბოლო გახდა.

"ჩემი ოჯახის ყველა წევრს შეუძლია დარწმუნებით თქვას, რომ დედოფლის თვისებები აერთიანებდა სითბოს, იუმორს და ადამიანებში ყოველთვის საუკეთესოს დანახვის შეუცდომელ უნარს".

"როგოც თავად დედოფალი ასეთი ურყევი ერთგულებით, მე ასევე ვდებ პირობას, რომ იმ დარჩენილი დროის განმავლობაში, რომელიც უფალმა მიბოძა, დავიცავ საკონსტიტუციო პრინციპებს, რომლებიც ჩვენი ერის საფუძველს წარმოადგენს".

ერისადმი მიმართვაში, მეფე ჩარლზმა დაადასტურა, რომ მისი მეუღლე, კორნუოლის ჰერცოგინია კამილა დედოფალი კონსორტი გახდება.

ამავდროულად, ჩარლზ მესამის განცხადებით, ტახტის მემკვიდრე უილიამი და მისი მეუღლე ქეითი მიიღებენ კორნუოლის ჰერცოგისა და ჰერცოგინიასა და უელსის პრინცისა და პრინცესის ტიტულებს.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში 8 სექტემბერს, შოტლანდიაში გარდაიცვალა.

დედოფლის გარდაცვალებისთანავე, ჩარლზი გახდა გაერთიანებული სამეფოს ახალი სუვერენი. ოფიციალური კორონაცია მოგვიანებით გაიმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge