png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მაკრონმა და პუტინმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებული ვითარება განიხილეს

  • მსოფლიო
  • 11.09.2022
  • 22:10
მაკრონმა და პუტინმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებული ვითარება განიხილეს

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ემანუელ მაკრონისა და ვლადიმირ პუტინის საუბრის მთავარი თემა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არსებული ვითარება იყო. იუწყება უკრაინული მედია.

საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ ატომურ ელექტროსადგურზე იერიშებს უკრაინული მხარე ახორციელებს. 

მაკრონმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

„მაკრონმა აღნიშნა, რომ ატომურ ელექტროსადგურზე რისკების მიზეზი რუსული ოკუპაციაა, რომელიც ელექტროსადგურის მთლიანობას უშლის ხელს. მან სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან რუსულმა ძალებმა მძიმე ტექნიკა გაიყვანონ და დაიცვან საერთაშორისო ატომური სააგენტოს რეკომენდაციები“, – ნათქვამია ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, მაკრონმა და პუტინმა შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხზეც ისაუბრეს.

პუტინმა განაცხადა, რომ მარცვლეული, პირველ რიგში, განვითარებადი ქვეყნების საჭიროებისკენ უნდა იყოს მიმართული.

მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით რუსეთს, აქვთ საერთო პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ, რომ რისკის ქვეშ მყოფმა ქვეყნებმა მიიღონ მათთვის საჭირო საკვები.

"მან სთხოვა პრეზიდენტ პუტინს უზრუნველყოს, რომ რუსეთის მიერ გაერო-ს კონტროლის ქვეშ რუსეთს, უკრაინასა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმება განხორციელდეს ისე, რომ ექსპორტირებული მარცვლეული მიიღოს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge