png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნებაყოფლობით კი არ ასრულებთ, ამ თორმეტივე პუნქტს ქართველი ხალხი შეგასრულებინებთ და მოგისვრით საქართველოს ხელისუფლებიდან! - ოქრიაშვილი ივანიშვილს

  • პოლიტიკა
  • 13.09.2022
  • 14:21
ნებაყოფლობით კი არ ასრულებთ, ამ თორმეტივე პუნქტს ქართველი ხალხი შეგასრულებინებთ და მოგისვრით საქართველოს ხელისუფლებიდან! - ოქრიაშვილი ივანიშვილს

"ნებაყოფლობით კი არ ასრულებთ, ამ თორმეტივე პუნქტს ქართველი ხალხი შეგასრულებინებთ და მოგისვრით საქართველოს ხელისუფლებიდან!" - პარტია"პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

"ივანიშვილმა გამოაგორა კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიერ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა კი არა, საქართველოში ბორტნიკოვის ჩამოსვლაც არ არის პრობლემა, - რომ ჩვენი მტრის, ოკუპანტი რუსეთის უშიშროების ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კონტაქტები, შეხვედრები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, არალეგალური, ფარული შეთანხმებები ღალატი კი არა, ჩვეულებრივი ამბავია.

მეტი რა აქვთ სათქმელი მოღალატეებს?!

"ოცნებას" საკუთარმა კვლევებმა უჩვენა, რომ მოსახლეობაში მხარდაჭერას კარგავენ, რადგან 90 %-ს მტკიცედ სურს ევროკავშირის წევრობა, ხოლო კობახიძემ, მისმა პატრონმა ივანიშვილმა და მათმა ბანდამ, რომელმაც ხელისუფლება 2020 და 2021 წლებში გაყალბებული არჩევნებით მიითვისა, საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ აქციეს. ასევე, უარი თქვეს შარლ მიშელის 6-პუნქტიან დოკუმენტზე, რაც პრაქტიკულად, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12-პუნქტიანი გეგმის ფუნდამენტია და ახლა სახეზეა "პლასტინკის" გადატრიალება.

უკრაინაში პუტინისტური რუსეთის დამარცხებების და საქართველოს მოსახლეობაში მხარდაჭერის კარგვის ფონზე, დღეს „ოცნებამ“ მეორე განცხადებაც შემოგვთავაზა - არჩევნებს ელექტრონულად ჩავატარებთ და ევროკავშირის 12 პუნქტსაც შევასრულებთო. ნებაყოფლობით კი არ ასრულებთ, ამ თორმეტივე პუნქტს ქართველი ხალხი შეგასრულებინებთ და მოგისვრით საქართველოს ხელისუფლებიდან!

ელექტრონული არჩევნები არ ნიშნავს სამართლიან არჩევნებს და ეს მხოლოდ ერთი პუნქტია უდიდესი რეფორმის ჩამონათვალში. ელექტრონულ არჩევნებში ჩვენს მილიონამდე ემიგრანტსაც უნდა ჰქონდეს როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად, ფოსტით და ელექტრონული მოწყობილობებით მონაწილეობის საშუალება. შეგახსენებთ, ჩვენი ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხების ოდენობა ჩვენი მშპ-ს დაახლოებით 15 %-ია. საქართველოს მშპ 17 მილიარდი დოლარია, ემიგრანტები კი ყოველწლიურად 2,5 მილიარდ დოლარს რიცხავენ, რაც მშპ-ს დაახლოებით 15 %-ს შეადგენს. ანუ, პრაქტიკულად, საქართველოს ეკონომიკის ზრდას უზრუნველყოფს სწორედ ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები. ძალიან საინტერესოა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც წინა წლებში 2-3 % იყო, მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე 15 %, ხოლო ახლა, ბოლო შვიდ თვეში, ტურიზმის აღდგენის ხარჯზე, ზრდა 10 %-ს შეადგენს.

აქედან დასკვნა - ნორმალური მთავრობის პირობებში, 15 %-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს. მხოლოდ ამ ციფრებითაც ჩანს, თუ რა დიდი მუხრუჭია ჩვენი ქვეყნისთვის ეს მოღალატე და უცოდინარი მთავრობა!", - აცხადებს ოქრიაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge