png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ შეტაკებებია

  • მსოფლიო
  • 14.09.2022
  • 12:29
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ შეტაკებებია

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისა და აზერბიჯანისა და სომხეთს შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებების განახლების თაობაზე იტყობინება.

თავდაცვის უწყების მტკიცებით, ოთხშაბათს დილით აზერბაიჯანმა განაახლა შეტევითი ოპერაციები, კერძოდ ჯერმუკისა და ვერინ შორჟას დასახლებების მიმართულებით, არტილერიის, ნაღმმტყორცნების და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით.

ამავდროულად, ერევანის ცნობით, აზერბაიჯანმა ჯერმუკთან საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.

აზერბაიჯანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა "კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტა 13-14 სექტემბრის ღამეს" და დილით ცეცხლი გაუხსნეს ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში განლაგებულ ქვედანაყოფებს სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნიდან და არტილერიიდან.

"ჩვენმა ქვედანაყოფებმა საპასუხო რეაგირება მოახდინეს", - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვართან საბრძოლო მოქმედებები 12 სექტემბერს, ღამიდან განახლდა. ერევანმა და ბაქომ ერთმანეთი დაადანაშაულეს აგრესიის წამოწყებაში.

ოფიციალური მონაცემებით, პირველ დღეს დაიღუპა 50 აზერბაიჯანელი სამხედრო. სომხეთმა დაადასტურა 49-ის დაღუპვა. 13 სექტემბერს, რუსეთმა განაცხადა, რომ მისი შუამავლობით, დილის 9 საათიდან ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge