png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბატონო ივანიშვილო, არ დაგავიწყდეთ რეფერენდუმზე მეორე კითხვის დასმა - რომელი პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს საქართველოს წევრობას ნატოსა და ევროკავშირში - კახა ოქრიაშვილი

  • პოლიტიკა
  • 14.09.2022
  • 15:37
ბატონო ივანიშვილო, არ დაგავიწყდეთ რეფერენდუმზე მეორე კითხვის დასმა - რომელი პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს საქართველოს წევრობას ნატოსა და ევროკავშირში - კახა ოქრიაშვილი

ივანიშვილის მიერ კობახიძის გამოგორების სიხშირის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ბატონი ივანიშვილი ძალიან ნერვიულობს. მან მორიგ ჯერზე გამოაგორა კობახიძე  - რეფერენდუმი ჩავატაროთ, უნდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ომიო, - ასე ეხმიანება „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძის ინივიატივას რეფრენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ასეთი რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თუნდაც ერთდროულად, შედეგი ყველგან ერთნაირი იქნება - მოსახლეობის 100 % ომის წინააღმდეგია, ოკუპანტ რუსეთშიც კი. „ეს მორიგი აფერისტობაა! „

„უკრაინაში პუტინისტური რუსეთის დამარცხებების და მოსახლეობაში მხარდაჭერის კარგვის ფონზე, რა სურს „ოცნებას“ - ხალხო, ჩვენ გადაგარჩინეთ ომსო. ამიტომ ქვეყანა რომ ფსკერზეა, ხალხის შემოსავალი დოლარში რომ იკლებს, ეკონომიკა რომ არ იზრდება, მათი მმართველობის პერიოდში მოსახლეობის 23 % ემიგრაციაში რომ გაიქცა, ევროკავშირი კარს რომ არ გვიღებს, ქვეყანა კორუფციაში რომ იხრჩობა, ჩავარდნილი რეფორმები, ტოტალური უსამართლობა, უსამართლო სასამართლო და აქედან გამომდინარე, უსამართლო გარემო, მრავალგზის გაყალბებული არჩევნები, დაკვეთილი მკვლელობები, მედიაზე, არასამთავრობო სექტორზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობა, პოლიტიკური პატიმრები, გოგაშვილის მიერ ღალატში მხილებული სისტემა - თურმე, გამოგონილი ომის საფრთხის გამო ეს ყველაფერი უნდა ვაპატიოთ! ივანიშვილო, ეს აფერისტობა არ გაგივა!   

ათი წელია, ეს არის ქვეყნის საშინაო პოლიტიკა, ხოლო მთელი საგარეო ურთიერთობები დაყვანილია პუტინისტურ რუსეთთან უკანა ნალში შეძვრომის პოლიტიკაზე.

ბატონო ივანიშვილო, არ დაგავიწყდეთ რეფერენდუმზე მეორე კითხვის დასმა - რომელი პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს საქართველოს წევრობას ნატოსა და   ევროკავშირში, ანუ საქართველოს ნათელ მომავალს, „ოცნება“ თუ ახალი კოალიციური მთავრობა?!  პასუხი წინასწარ ცნობილია - მოსახლეობის 85 % მხარს ახალ კოალიციურ მთავრობას უჭერს“, - ამბობს ოქრიაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge