png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აშშ-ს არ სურს და ჩვენს ინტერესებში არ შედის, ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე - კელი დეგნანი

  • პოლიტიკა
  • 15.09.2022
  • 21:28
აშშ-ს არ სურს და ჩვენს ინტერესებში არ შედის, ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე - კელი დეგნანი

აშშ-ს არ სურს და ჩვენს ინტერესებში არ შედის, ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ აფასებს საქართველოს უკრაინისადმი მხარდაჭერას საერთაშორისო ფორუმებზე, ეროვნული ბანკის სწრაფ ქმედებას ფინანსური სანქციების შესაბამისად, იმ შთამბეჭდავ ჰუმანიტარულ დახმარებას, რაც ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ გაიღო უკრაინელი ხალხისთვის.

" აშშ-მა თავიდანვე ნათლად უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ კარგად გვესმოდა ის განსაკუთრებული ვითარება, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა რუსეთის სამხრეთ ფლანგზე თავისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის პირობებში. ჩვენ კარგად გვესმის, რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველო და ვაფასებთ იმ ნაბიჯებს, რაც საქართველომ გადადგა უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად და იმის გასაკეთებლად, რაც შეძლო. სწორედ ეს ვთხოვეთ ყველა ქვეყანას - გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, დაუჭირონ მხარი უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საკუთარი სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში და აღკვეთონ მცდელობა, აღადგინონ რუსეთის იმპერია, როგორც ეს თავად პუტინმა აღიარა.

აშშ-ს არ სურს და ჩვენს ინტერესებში არ შედის, ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აღვადგინოთ მშვიდობა და რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე. ჩვენ არასოდეს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს უბრალოდ არ არის სიმართლე," - განაცხადა დეგნანმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge