png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

როგორც ჩანს, მელია ლოგიკაში პოზიტიურად პროგრესირებს, რადგან უკვე დარწმუნდა, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია? ამას ამბობს? - მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 22.09.2022
  • 16:00
როგორც ჩანს, მელია ლოგიკაში პოზიტიურად პროგრესირებს, რადგან უკვე დარწმუნდა, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია? ამას ამბობს? - მდინარაძე

ოპოზიცია რომ სუსტია, ეს ქვეყნისთვის ცუდია, მაგრამ „ნაცმოძრაობა“, რადიკალები და ქვეყნის მტრები რომ​ სუსტდებიან, კარგია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ ​ილაპარაკა ნიკა მელიას მიერ პირველი არხის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

„როგორც ჩანს, მელია ლოგიკაში პოზიტიურად პროგრესირებს, რადგან უკვე დარწმუნდა, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია? ამას ამბობს? – მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ სახელებსა და გვარებს. „ნაცმოძრაობის“ კლანებს შორის ბრძოლა ახალი ამბავი არ არის, ეს ბრძოლა დიდი ხნის დაწყებულია. ბრძოლა შეეხება მათ შორის იმას, ვის განკარგულებაში იქნება თავის დროზე მოპარული „ნაცმოძრაობის“ დიდი ფინანსები. მათ შორის ომის შემდეგ მითვისებული დიდძალი თანხები, რომლითაც საქართველოში აქციები იმართება.

ბოლო პერიოდში ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს ვხედავთ. ინფორმაცია ხომ გახსოვთ, რომლის მიხედვით, მილიონნახევარი უნდა დახარჯულიყო ევროპელ ლობისტებში იმისთვის, რომ საქართველოს როგორ არ მიეღო ევროკავშირის წევრობის სტატუსი. ფაქტი ხომ იყო, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის შიგნით და გარეთ მუშაობდნენ? მათ შიდა კლანურ ბრძოლაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ფაქტია, რომ მათ შორის ჩხუბია – ფინანსებზე, შიდა გავლენებზე და ასევე იმაზე, ვინ დაიტოვებს და დააფინანსებს „მთავარს“, „ტვ პირველს“. ვიცით, რომ ამ ტელევიზიებში სერიოზული ფინანსური პრობლემებია და „ნაცმოძრაობის“ ოლიგარქები ერთმანეთს არ უშვებენ და ერთმანეთს ზიანს აყენებენ, ბრძოლა მიდის. ეს ქვეყნისთვის კარგია. ოპოზიცია რომ სუსტია, ეს ქვეყნისთვის ცუდია, მაგრამ „ნაცმოძრაობა“, რადიკალები და ქვეყნის მტრები რომ​ სუსტდებიან, კარგია. შიდა კლანური გარჩევებით სუსტდებიან და ეს კარგია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge