png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ქალების წინააღმდეგ ძალადობის გამო, აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

  • მსოფლიო
  • 23.09.2022
  • 12:05
ქალების წინააღმდეგ ძალადობის გამო, აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურების რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა ირანელი ქალების წინააღმდეგ ძალადობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დარღვევის გამო. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო სამსახური ავრცელებს.

სანქციები შეეხო ირანის უსაფრთხოების ორგანიზაციების შვიდ მაღალ ლიდერს: მორალის პოლიციას, დაზვერვისა და უსაფრთხოების სამინისტროს (MOIS), არმიის სახმელეთო ძალებს, ბასიჯის წინააღმდეგობის ძალებს და სამართალდამცავ ძალებს.

„ეს ოფიციალური პირები ზედამხედველობენ ორგანიზაციებს, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების და ირანის სამოქალაქო საზოგადოების წევრების, პოლიტიკური დისიდენტების, ქალთა უფლებების აქტივისტების და ირანული ბაჰაის თემის წევრების ჩასახშობად“, - ნათქვამია აშშ-ის სახაზინო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მოვუწოდებთ ირანის მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა ქალთა მიმართ და ძალადობრივი დარბევა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე. დღევანდელი ქმედება ირანის მორალის პოლიციისა და ირანის უშიშროების მაღალჩინოსნების სანქცირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ჩაგვრაში, ცხადყოფს ბაიდენის - ჰარისის ადმინისტრაციის აშკარა ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებებს და ქალთა უფლებებს ირანსა და მთელ მსოფლიოში“, - წერია აშშ-ის სახაზინო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების განცხადებით, ირანის მორალის პოლიცია პასუხისმგებელია 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებაზე. ახალგაზრდა ქალი გასულ კვირას ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააკავეს. ის გასულ პარასკევს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალი ნაცემი იყო. ამინის მკვლელობას ირანსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge