png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უკრაინამ ომში 9 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა - თავდაცვის სამინისტრო

  • მსოფლიო
  • 23.09.2022
  • 17:48
უკრაინამ ომში 9 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა - თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში 9 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა. უწყება ჯერჯერობით ვერ ასახელებს დაღუპულთაზუსტ რაოდენობას, რადგან არ შეუძლია დაადგინოს დაღუპულების რიცხვი ზოგიერთ რეგიონში, კერძოდ, მარიუპოლში.   

ამასთან, მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარის დანაკარგი, რუსეთის დანაკარგზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.

 „მადლობა ღმერთს, რომ ეს არ არის ასობით ათასი. რამდენიმე კვირის წინ დასახელდა დაახლოებით 9 ათასი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მარიუპოლი, სადაც ბოლომდე არ ვიცით დაღუპულთა რაოდენობა. ეს არის ათასობით, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასობით ათასი“, - თქვა მალიარმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საუბარია სამხედრო მოსამსახურეებზე, რადგან დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობის დადგენით სხვა უწყებაა დაკავებული.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დროს 61 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 49 ათასი კი დაიჭრა. თუმცა, ექსპერტები ეჭვობენ, რომ ეს მაჩვენებლები რეალობას შეესაბამება.

შოიგუმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში 5 937 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, მაშინ როდესაც უკრაინული მხარე 56 ათასზე მეტი დაღუპული რუსი სამხედროს შესახებ იუწყება.

ცენტრალური დაზვერვის სააგენტო ჯერ კიდევ ივლისში აცხადებდა, რომ უკრაინში 15 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ივნისში კი ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია 20 ათასი დაღუპული რუსი სამხედროს შესახებ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge